воскресенье, 13 сентября 2009 г.

იური გაგარინი





რა განსხვავებაა ამ ორ ნამღერში?
ეხლავე ავხსნი. პირველში 1983 წელია, მეორეში 2006
კაცი დაბერდა და ისევ ამ უკვდავ სიმღერას სთხოვენ იმღეროს, ერთგვარი სავიზიტო ბარათი გახდა მისი. მაგრამ ორივე იმიტომ დევს, რომ ადამიანებს დაკვირვების საშუალება მივცე. დავაკვირდეთ ტოტოს სახეს და დავინახავთ, რომ სანრემოზე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ტოტო შერჩენილი ენთუზიაზმით ასრულებს სიმღერას L`italiano, ხოლო მოსკოვში უკვე დაღლილი სახე აქვს და ეს სიმღერაც ყელში აქვს ამოსული.
რა კავშირია იური გაგარინსა და ამ კონკრეტული მომღერლის სახის გამომეტყველებას შორის?
კავშირი დიდია. იურიმ რომ თავისი ყველაზე ცნობილი სიტყვა თქვა (поехалиии) მას მერე საბჭოთა კავშირმა ძალიან ბევრი ამოგზაურა მსოფლიოს გარშემო, იმდენი ამოგზაურა, რომ ბოლოს იური ბატონი შეცდა ჭკუიდან (უფრო კი დააბრალეს) და გამოკეტეს საგიჟეთში. მას კი ფრენა უყვარდა და სურდა, ფრენისთვის იყო დაბადებული და გაჩენილი. უშიშროებამ კი სამუდამოდ აუკრძალა ფრენა, მიზეზი მარტივი იყო: კაცმა კოსმოსი მოიარე და აქ ატმოსფეროში რამე რომ მოგივიდეს შევრცხვებითო.

ადამიანი არის ცვეთადი, მისი უნარები, ორგანოები და გარეგანი შეხედულება, ყველაფერი ცვდება და არ ღირს მისი ზედმეტად დატვირთვა და გადატვირთვა. სწორედ ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს იმაზე მეტად ვიდრე ვუფრთხილდებით. დავაფასოთ ერთმანეთი და გვიყვარდეს ერთმანეთი.
ამით წავადგებით ჩვენს ქვეყანას, მერე ერთმანეთს და მხოლოდ მესამე პლანზე ჩვენს საკუთარ თავს

3 комментария:

  1. ჩემი ეგოიზმი გამოვაჩინო?
    ჰეჰე ჯერ საკუთარ თავს და მერე დანარჩენს, რადგან მე თუ კარგად ვიქნები ყველა და ყველაფერი კარგად იქნება ირგვლივ, ხოლო თუ დანარჩენი იქნება იდეალურად და მე არა, მაშინ ხალისიც აღარააა და ყველაფერუ ცუდათ მომეჩვენება.
    ეგოისტი ვარ ხო?
    ვიციი :)))))

    ОтветитьУдалить
  2. კიკი, მე და შენ დედიერთები ვართ, შესაბამისად ეგოიზმი მეტად გვაქვს :D

    ОтветитьУдалить
  3. "გავუფრთხილდეთ ერთმანეთს იმაზე მეტად ვიდრე ვუფრთხილდებით. დავაფასოთ ერთმანეთი და გვიყვარდეს ერთმანეთი.
    ამით წავადგებით ჩვენს ქვეყანას, მერე ერთმანეთს და მხოლოდ მესამე პლანზე ჩვენს საკუთარ თავს"
    გეთანხმები 100%. ”მე თუ კარგად არ ვიქნები, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილაო” - აი ამ პრინციპს არ მწამს! არ მახსოვს ზუსტად ილიკოს სიტყვებია თუ ილარიონის - ”ქვეყანა თუ იქცეოდა, შენ რა გახარებდაო”, ჰოდა გვიყვარდეს ერთმანეთი და ამით წავადგეთ ჩვენს ქვეყანას პირველ რიგში.

    ОтветитьУдалить