воскресенье, 22 апреля 2012 г.

პრო, პროპაგანდა, პაგანდა...

არაფრით გამორჩეული ფილმიც პროპაგანდაა - ვთვლი მე. და რაც უფრო ვუღრმავდები ამ თემას მით უფრო ვხვდები ამ ფრაზის სიმართლეს. ჩემს ბავშვობაში კინოფილმის ნახვა ან კინოთეატრში იყო შესაძლებელი და ან ტელევიზორში, გადაცემა "ილუზიონი"-ს საშუალებით. კინოთეატრში ძირითადად ბოლივუდის ფილმები იყო. მახსოვს კინოთეატრ "კოლმეურნე"-ს აფიშებზე "ზიტა და გიტა" რომ გამოვიდა დახევრად დაიცალა დეზერტირების ბაზარი. იშვიათად რამე მელოდრამა ან გასართობი ფილმი გასულიყო და დარბაზიც აივსებოდა ხალხით. თუ არადა ივსებოდა შეყვარებულებით იქაურობა და ვის აინტერესებდა ფილმი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში უყურებდა თ არა ვინმე ამა თუ იმ ფილმს, ამას მნიშვნელობა არ ქონდა. ფილმი თავის საქმეს მაინც აკეთებდა. უკვე მერამდენე წელია ჰოლივუდი შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში და ნაირნაირი რეკლამებით თუ საქციელით ამდიდრებს ჩვენს ცნობიერებას. ვიდეოს გამოჩენამ გადარია საქართველო. ერთი ნაწილი იყო რომელსაც ვიდეო ქონდა, ხოლო მეორე ნაწილი იყო რომელსაც ვიდეო შეიძლეა ქონდა, მაგრამ სხვას ამის გამო აპატიმრებდა. 25-26 წლის წინ მე სახლში მქონდა ვიდეო და რასაც მინდოდა (რა კასეტასაც ვიშოვიდი) იმას ვუყურებდი. მეც გამრყვნეს ასე ვთქვათ, თუმცა ზოგიერთებმა გადამასწრეს. მახსოვს ფილმი "ერთხელ ამერიკაში" ახალი გამოსული იყო და იარაღი გაჩნდა უბანში, უფრო სწორედ უბანი მერე გახდა, ეზოში გაჩნდა. ვის რაში ჭირდებოდა არავინ იცოდა. მე ეს ფილმი დღესაც არ მაქვს ნანახი, არ მიყვარს ზოგადად ეს ფილმი. მაგრამ რაზეა და როგორია ნამდვილად ვიცი. ჩემი ეზოს მსგავსად მეორე ეზოშიც გაჩნდა იარაღი, აბა ხომ არ ჩამოგვრჩებოდნენ. ეს ეზოები უკვე საპატრონო უბნებად იქცა და ასე გაგრძელდა მთელ თბილისში. შედეგმაც არ დააყოვნა, გამიზნულად შემოყარა КГБ-მ ვიდეოკასეტები აგრესიული ფილმებით, ომებით და კაცის კვლით გაჯერებული, არ დაივიწყეს სექსი, გინება და ნარკოტიკი. ყველაფერი ავისრუტეთ და დღეს შედეგებს ვიმკით. ბიჭები, ვისაც იარაღი ქონდა, უმეტესად დაიხოცნენ. მხოლოდ ერთეულები არიან ცოცხლები. გოგოების უმეტესობა შესაძლებელია ქალიშვილია, მაგრამ სექსი უკვე ბევრჯერ ქონია (მე არ მაქვს გართულება ქალიშვილობის ინსტიტუტზე, შეიძლება არ იყოს ადამიანი ქალიშვილი, მაგრამ მაინც პატიოსნად ცხოვრობდეს). ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ახალგაზრდული სექტები რომლებიც, თვითონაც არ იციან რას ემსახურებიან, რატომ კლავენ კატას, ძაღლს თუ ღორს. არ შეიძლება აქ ორი სიტყვა არ ითქვას ტელევიზიაზე. პარლამენტმა ადრე მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ეთერში გასულ ფილმს ასაკობრივი ცენზი უნდა ედოს, მშობელი კი თავისი შეხედულებით აარჩევს აყურებინოს თუ არა შვილს ესა თ ის ფილმი. დღისით ისეთი ფილმები გადის, რომელთაც ცენზურა 12, 15, 18 წლამდეც კი აქვთ. ღამით კი უმეტესად "U" (Unlimited) აწერია. რომელ ჭკუათმყოფელს მოსდის თავში არ ვიცი, მაგრამ ეს საქმე გამოსასწორებელია. დღისით "U" და ღამით ის შეზღუდული გაუშვი და ყველაფერი დალაგდება ადგილზე. თორემ ჩვენი ახალგაზრდები მეორედ აიღებენ იარაღს ხელში და ისევ შენ დაგიმიზნებენ მთავრობის წევრო. იფიქრე ამაზე თუ გინდა, ადამიანი ფიქრისთვისაა შექმნილიო ბატონმა ჭაბუამ ბრძანა და მართალიც არის...

четверг, 19 января 2012 г.

მედიცინა, სახელმწიფო და ბედნიერი პრეზიდენტი

ეს არ არის პოლიტიკური ნაშრომი. აქ არ არის ვინმეს ძაგება ან ქებათ–ქება და ხოტბის შესხმა. ეს არის გააზრებული კრიტიკა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჯანდაცვის სფეროში თავის ნამოღვაწარს რეფორმად ასაღებს და ხალხის უბედურებაზე ქულებს და ჩინ–მედლებს იმკის. ვფიქრობ, ის რაც მე 6 თვის განმავლობაში ვისწავლე ერთ, საკმაოდ პრესტიჟულ სასწავლებელში, აუცილებელია სახელმწიფო ყველა მოხელემ გაიაროს და ისწავლოს, შემდეგ პრაქტიკაში ნახოს თავის ნამოღვაწარი (გამოსცადოს თავის თავზე) და შემდეგ დაჯდეს კაბინეტში და მიიღოს გადაწყვეტილებები ამა თუ იმ საკითხზე.

ყველაფერი დაიწყო უბრალო თავის ტკივილით. დაზღვეული ადამიანი ასეთი ჩივილებით ექიმთან არ მიდის, მაგრამ როდესაც ტკივილი მეორე დღესაც არ გაქრა (თუმცა წინა დღეს არცერთმა წამალმა არ გაუყუჩა ტკივილი), დარეკა დაზღვევაში და ოჯახის ექიმთან მიღებაზე ჩაეწერა. ექიმმა წნევის გაზომვის შემდეგ (აპარატი ხომ არ იყო გაფუჭებული შემდეგში ეჭვი გაჩნდა) თქვა რომ, წნევა არის 140/90 და თავის ტკივილის მიზეზი ეს არის. მიმართა ნერვოპათოლოგს. ნერვოლოგმა ჩაქუჩის აქეთ–იქეთ ქნევის შემდეგ დაუსკვნა რომ, ძილი არ იყო სრული და წნევა ამის ბრალია. დაუნიშნეს წამლები (50%–იანი დაფინანსებით 27 ლარი (!!!)), რომელთა მიღებასაც ტკივილის გაქრობა არ მოყოლია. მხოლოდ ძილის პროცესი ოდნავ დალაგდა და დილის 7 საათის მაგივრად პაციენტი იღვიძებდა 8–ზე, რის გამოც სამსახურში აგვიანდებოდა ყოველდღე. ტკივილი კი დღითიდღე ძლიერდებოდა და ძლიერდებოდა. ტკივილის მომენტში წნევის გაზომვისას დგინდებოდა წნევა 110/70. 1 კვირის შემდეგ ექიმთან (ჩაწერა ვერ მოახერხა და პირდაპირ მივიდა)ვიზიტისას ექიმი დაპირდა რომ კომპიუტერულ ტომოგრაფიას დაუნიშნავდა. დანიშვნა ნერვოპათოლოგის გარეშე არ შეიძლება, ამიტომ ხვალ მოდიო. მეორე დღეს დაუნიშნეს ტომოგრაფია, ხოლო ტომოგრაფიაზე მისული ჩაწერეს 3 დღის მერე. ამასობაში ტკივილის დაწყებიდან გავიდა 2 კვირა. ტომოგრაფიამ კი დაადგინა კაცობრიობის ყველაზე საშინელი სენი – ტვინის სიმსივნე. ნეიროქირურგმა დროული ჩარევა უშველიდაო, ეხლა ყველაფერი გვიანია და მაქსიმუმ 3–4 კვირა იცოცხლოსო.

მავანნი იფიქრებენ რომ ეს ყველაფერი შეთხზულია, არადა ჩვენს რეალობაში 2012 წელს უკვე მოხდა. ჯანდაცვის სათავეში ფიქრობენ რომ ყველაფერი სწორედ დაალაგეს და რაიონებში გახსნილი სავადმყოფოებით მთელი რესპუბლიკა მოიცვეს, მაგრამ თბილისი ყველას მიავიწყდა. ბედნიერია ჩვენი პრეზიდენტი, ლეჩკომბინატის დონის საავადმყოფოების გახსნით, მაგრამ არავინ კითხულობს შიგნით რა სერვისია, რამდენად დაცულია ადამიანი რომელსაც პახმელია არ ქონია, არ დაულევია და უბრალოდ ატკივდა თავი.

იხარე ჩემო მიშა, როგორც ქართველი ხალხი ხარობს დღეს. შენ ააყვავე ერიო (მეტი არაა ჩემი მტერი)

воскресенье, 11 декабря 2011 г.

"სუფთა დაფა" ანუ "დიახ მასწავლებელო, ეკამ ჩატეხა მინა"

ასეა თუ ისე ეს ქვეყანა ისევ კომუნისტურ ნომეკლატურას დაუბრუნდა. განსხვავება იმაშია რომ სიტყვა "პლურალიზმი" იმდენად ხშირად აღარ იხმარება და ძალიან იშვიათად თუ ვინმე გამოიყენებს, მეორე მუჯლუგუნს წაკრავს, კომუნისტური გადმონაშთი ნუ ხარო.
ჯერ არავის მიაქცევენ ყურადღებას და თუ მიაქციეს, მტრისას, ისეთს მიაქცევენ რომ, ჯერ "დააქცევენ" და მერე "გააქცევენ". მაგალითი უამრავია, ამორჩევაც ჭირს.
ბოლო ფაქტმა გამაღიზიანა. მკვლელობაზე დაჭერილები პოლიციის შუშის შენობებში შეყავთ და საზეიმოდ აჩვენებენ ამას (პოლიციის შუში შენობა და არა შუშის პოლიციის შენობა, არ შემშლია :) ), ხოლო ლალი მოროშკინა რატომღაც მოდულის შენობაში გააქცუნეს. გამნიჩნდა კითხვა: რატომ?
ეხლა რა კავშირშია სათაური ამ ნაწერთან:
ვისაც სათაური არ გეცნოთ ქართული ფილმის მიერ გადაღებული ფილმისა, გირჩევთ ნახოთ ფილმი თინეიჯერებზე (არ აგერიოთ, ფილმი "ტბა" სულ სხვაა და მასთან შედარებით "სუფთა დაფა" ოსკარზეა წარსადგენი სცენარის, რეჟისურის და შესრულებული საუკეთესო როლების ნომინაციებით), ხოლო ვისაც ნანახი გაქვთ და გახსოვთ, გაიხსენეთ ის მომენტი როდესაც კლასის კარებში მინა ჩატყდება და ყველა ეკა ნიჟარაძეს აბრალებს მის ჩამტვრევას. ჩვენს "ჭკუამხიარული" პრეზიდენტის ნომეკლატურაშიც ასეა, ყველა ერთმანეთთან კარგად არის, მაგრამ თუ რამე გაფუჭდა "ეკამ ჩატეხა ფანჯარა". ზუსტად ასე მარტივად დაბრალდა ყველაფერი ერთ დროს მათთვის საყვარელ ბიძინა ივანაშვილსაც :)

რამ გამაპოლიტიკურა? არც არაფერმა. ეს არ არის პოლიტიკური პოსტი. ეს როგორც ყოველთვის ჩემი ღიმილის საბაბია აგერ უკვე 14–15 წელიწადია :)

вторник, 25 октября 2011 г.

Life's shit

???
არ გეგონოთ უკმაყოფილო ვიყო ცხოვრებით :)
უბრალოდ ასეთია მთლიანობაში ყველაფერი რაც ირგვლივ ხდება.
დაბადებიდან ჭედავს ადამიანი ცხოვრებას, მაგრამ ხანდახან გამოჭედილის არ ვიცი და ნეხვისგან გამოძერწილი გამოსდის. ავიღოთ მაგალითები ისტორიიდან? კი ბატონო:
ვლადიმერ ილიას ძე ულიანოვი, კაცობრიობისთვის ცნობილი როგორც ლენინი. იბრძოლა ცარიზმის წინააღმდეგ, თქვა თავის სიტყვა, რომელსაც 1 დიდი სახელმწიფო 70 წელი მისდევდა და გამოჭედა თავის ცხოვრება. მაგრამ...
ეს მაგრამ არის რომ ყველაფერს თავდაყირა აყენებს. ამ სახელმწიფომ მიწა არ აღირსა და არ დაკრძალა. რას გავს ეს? რასაკვირველია ნეხვის ძეგლს :)
აგერ ვლადიმერ პუტინი (რუსეთის პრეზიდენტი): გმაოჭედა თავისი ცხოვრება, ობოლი ბიჭი (ძალით გაობლებული, კასპელი) წავიდა და იქამდე იომა სანამ პრეზიდენტი არ გახდა. გახდა და რა? თავისი ცხოვრება მოიწყო, სამაგიეროდ თავისი სამშობლო (რადგან მშობლები კასპში ყავს, სამშობლოც საქართველოა) მაგინებლად გაიხადა და რკინის გამოჭედვის მაგივრად ნეხვის ძეგლი დაიდგა :)
კიდევ მაგალითები? ეხლავე. ნიკოლა სარკოზი... ამისთვის შეიძლება გამკიცხონ ძლოვნებმა, მაგრამ მაინც:
ცოლები მეგობრებს წაართვა და თვითონ ყავდა ყველა. გამოჭედა თავის ცხოვრება, ყველა ცოლი ულამაზესი ყავდა, მაგრამ არ შერჩა მეგობარი. ნეხვის ძეგლია აბა რა, უმეგობრო ადამიანი თვითონაც ნეხვია. :)

უამრავი მაგალითების მოტანა შეიძლება, მაგრამ ჯერ ისტორიამ შეაფასოს ეს რკინები და ნეხვები :)

პ.ს. არ ვიცი მკითხველო იცი თუ არა, მე დავწერ. თუ იცი გამეორება ცოდნის დედაა და თუ არ იცი – გამოგადგება:
საფრანგეთში გარდაცვლილ ადამიანს, რამდენადაც დიდი არ უნდა იყოს იგი, ჩვეულებრივ სასაფლაოზე კრძალავენ. დროის გასვლის შემდეგ (მგონი 25 წელიწადია ვადა), გადახედავენ ამ ადამიანის ნამოღვაწარს და შემდეგ გადაასვენებენ პანთეონში. ჩვენ კი ჟვანიას ცხედარს გაციება არ ვაცადეთ, წერეთელზე პანთეონში წინა პლანზე დავკრძალეთ. იქნებ არ იყო ღირსი და კეკესავით (სტალინის დედა) არაძვირფას სამარხებში უნდა მოვიხსენიოთ?

დროა ამაზე დავფიქრდეთ მგონი...

четверг, 25 августа 2011 г.

მტკივა

თემური ავალიშვილის გახსენება.

დღეს შენს ცხედარს ველოდებით შენი ძმები...
რა მძიმეა რამეზე ფიქრი და თან წერა. ბევრად მეტის თქმა შემეძლო როცა გნახავდი და შეგხვდებოდი, თურმე აღარ გვეწერა ერთმანეთის ნახვა.

გახსოვს ნიჩაბი რომ ჩაგარტყი თავში წითელ ბაღში? არც მე მახსოვს, ეს ჩვენი დედების გახსენებაა და ჩვენც ასე გვახსოვს. მაშინ ჩვენც არ ვიცოდით რომ მერე მაინც ერთ კლასში ვისწავლიდით, ერთად ვივლიდით ვარჯიშზე და ერთად მოგვიწევდა სხვადასხვა შეკრებაზე თუ შეჯიბრზე ერთ ოთახში ცხოვრება. ჯერ იყო ბეთანია, მერე კრასნოდარი, სოჭი, დიდი ჯიხაიში და ცხვარიჭამია. ყველაზე მაგრად მაინც სოჭი გვახსოვდა მე, შენ და რიჟას. ჩემს საათს არ უყვარდა სოჭი, ჰოდა იქ დარჩა, იმ მოგონებებთან :)
შენ და რიჟა უკვე საიქიოს ხართ. სად მიგეჩქარებოდათ... მეც მოვალ მალე, ასე 40–50 წლის მერე. მანამდე მე მანდ საქმე რაც მექნება თქვენ მიმიხედეთ. მე ჯერ აქ ვარ საჭირო.

ძნელია ადამიანს 27 წელი იცნობდე და უცებ აღიქვა მისი არ არსებობა დედამიწაზე. 10 წლის წინ, რიჟას სამძიმარზე შენ ამბობდი რომ დიდი ხანი უნდა ვიყოთ ამ ქვეყანაზეო. რაღაც მალე გამოგივიდა. ნეტავ ეხლა ამ გამოსათხოვარს არ ვწერდე და უამრავ ლუდს დაგალევინებდი. შიმშილს კლავსო როგორ ამბობდი? :)
იცი რა გამახსენდა? ქურთუკი რომ გქონდა გოგიას ჩამოტანილი, NBA–ის, მთელ თბილისში მარტო შენ გეცვა. ტროლეიბუსში რომ მეცი, "ჰა ეხლა, ფული მომეციო" :) კარგი დრო იყო მაშინ, უდარდელი...

დაიძინე ჩემო ძმაო, მეც მოვალ მანდ, 40–50 წლის მერე, აუცილებლად მოვალ, აბა აქ ხომ არ დავრჩები.

вторник, 23 августа 2011 г.

Love story

თითქმის ამბავი.
მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტები იყვნენ როდესაც პირველად ერთმანეთს შეხვდნენ. ბიჭს ძალიან დაამახსოვრდა გოგოს სახე და აღნაგობა. გოგოს კი საერთოდ არ ახსოვდა ბიჭის არაფერი. ბიჭმა სახელიც გაიგო და ისიც, რომ გოგო შეყვარებული იყო. გოგო კი ბიჭით საერთოდ არ დაინტერესებულა.

გავიდა დრო. მოვლენები ორივე მხარეს სხვადასხვანაირად განვითარდა, თუმცა საერთოც ქონდა ორივე მხარეს. მათ ოჯახები დაენგრათ. მეორე შეხვედრა საერთო მეგობართან შედგა, რომელიც ორივემ სხვადასხვა დროს გაიცნო (თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს). ბიჭმა ყველა დეტალი აღიდგინა და გაახსენა გოგოს, რაზედაც გოგომ დაიმორცხვა და ოდნავ გაწითლდა. შემდეგ უფრო მეტი საერთო ნაცნობები აღმოაჩინეს ერთმანეთში და უფრო დაახლოვდნენ ვიდრე ოდესმე, თუმცა თვეში ერთხელ თუ კითხავდნენ ერთმანეთს ამბავს ინტერნეტში. მერე გოგო ზღვაზე წავიდა. ბიჭი შაბათ–კვირას ნახულობდა დროს ჩასულიყო ზღვაზე და გოგო ენახა. ერთი გაცურვის დროს დინებამ გაიტაცა გოგო და ბიჭმა გამოიყვანა ნაპირზე. მხოლოდ ერთხელ უთხრა: "მე ამ ზღვას შენს თავს არ დავანებებო". გოგომ გაიღიმა და არაფერი თქვა.

ბედისწერამ ისენი კვლავ დააშორა. ოჯახები არ შეუქმნიათ, მაგრამ ცალ–ცალკე მოღვაწეობდნენ ცხოვრების ასპარეზზე. ერთხელაც გოგო ზღვაზე წავიდა. მარტო შევიდა ზღვაში საცურაოდ. ტალღამ უცნაურად დაარტყა და ამოატრიალა, მეორემ კი უცებ მოაცილა ნაპირს. როდესაც ჰაერი სახესთან დაიგულა ჩასუნთქვა სცადა, მაგრამ მესამე ტალღა გადაყლაპა. ნელა–ნელა მოეშვა სხეულიც, დამძიმდა ქუთუთოებიც და დაიბინდა გონება. ამ დროს ვიღაცის მძლავრი ხელის მოხვევა იგრძნო სხეულმა, თუმცა თვითონ ბრძოლის უნარიც დაკარგული ქონდა. მისთვის ცხოვრება დამთავრებული იყო, გაითიშა მთავარი ორგანო – ტვინი.

როდესაც ცოტათი დაუბრუნდა გონება, ხმა ჩაესმა: "მობრუნდა, თვალი შეარხია, არ უნდა მოვეშვა". რა ნაცნობი ხმა იყო, თუმცა ვერ იხსენებდა სად და როდის მოესმინა ეს ხმა. თავს სძლია, თვალი გაახილა. მისკენ ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცი დაიხარა და ხელოვნური სუნთქვის ჩატარება სცადა. გაიბრძოლა გოგომ, "აღარ მინდაო" უნდოდა ეთქვა და წყალი ამოანთხია. "ვინ არის ეს ბიჭი? სად მინახავს? სად მომისმენია ეს ხმა?" – ზარივით რეკდა თავში ეს კითხვები.
მამაკაცმა გაღიმა და საოცარი სიტყვები თქვა:
– მე ხომ გითხარი, ამ ზღვას შენს თავს არასდროს დავანებებთქო...

среда, 13 июля 2011 г.

აზრი!

ცხოვრება ნეხვის ჭამაა. ზოგი მიეჩვია ამ ფაქტს და უხარია, ზოგიც – არა. შესაბამისად ზოგი ნეხვში ცხოვრობს და ზოგიც – არა. :))