среда, 6 января 2010 г.

ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი პოსტი


დაწერილია ამ მუსიკის თანხლებით და ვგონებ ამ მუსიკის თანხლებით უკეთესად წაიკითხავს ადამიანი

შენ ისე ღრმა ხარ ქართულო ცაო...

წერს ანა კალანდაძე
თუმცა უფრო ღრმა რამეც არსებობს

მას ვერ აწონი,
მას ვერ გაზომავ,
მას ვერ აწყრთავ,
მას ვერ შეეხები,
მას ვერ შეხედავ,
მას ვერ შეისუნთქავ, ჭურჭელში ვერ გამოამწყვდევ, მდინარეში ვერ დაიჭერ, მაგრამ ბუნებაში უხვად მოიპოვება(?), უბრალოდ მიგნება ჭირდება და აღმოჩენა.
მას ვალენტობა არ გააჩნია, უფრო მეტიც - არ არის ქიმიური ელემენტი.

შეიძლება პირველი შეხედვისთანავე მიხვდე, რომ მასთან გაქვს საქმე, შეიძლება 15 წლის ურთიერთობის შემდეგაც ვერ მიხვდე არის თუ არა ის რასაც ფიქრობ.

როდესაც მის დაფასებას დაიწყებ, მაშინ შეიძლება დაკარგო.

შენგან არაფერს თხოულობს, მაგრამ შენი შინაგანი "მე" გთხოვს მეტი გააკეთო.
თუ ნამდვილად გიყვარს, აუცილებლად დაგიფასდება, თუ ყალბი ხარ - მოგეზღვება.
მასზე უსაზღვროდ შეიძლება საუბარი.

ასეთია ნამდვილი მეგობრობა.


ყველა ნამდვილს გაუმარჯოს
ღმერთმა გვიმრავლოს ნამდვილნი
გვეხაროს მათი კარგი საქმით და მათ ეხაროთ ჩვენი კარგი ამბებით

ძალიან მაგარია,
უძიერესი
იმაზე უფრო მაღალი ვიდრე ოდესმე წარმომედგინა


მადლობა იმ ადამიანს ვინც ამ პოსტის დასაწერად შთაგონება მომცა ამ ახალი წლის დღეებში