суббота, 4 сентября 2010 г.

ისტორია მიკროავტობუსის (ე.წ. მარშუტკის) მძღოლით

ეს ამბავი გივილოს ამ მონაყოლმა გამახსენა. ჩემი მეგობარი ყვებოდა თავის მეგობარზე. საავტორო უფლებები დავარღვიე, მაგრამ ძალიან სასაცილო იყო როცა მოყვა. ვეცდები მეც ჩემი მოსმენილი გადმოგცეთ ყოველგვარი შელამაზების გარეშე:

ნუცუბიძის მეხუთე მიკრო ყველასგან მივიწყებულ და დაწყევლილ ადგილზე აშენდა. მე ქვევით ვცხოვრობდი, მაგრამ დავითა (პირობითი სახელია) მეხუთეში ცხოვრობდა და თუ ცოტა სახლში შეაგვიანდებოდა წასვლა, მერე ფეხით უწევდა სიარული. ხოდა ასეთ ბოლო მარშუტკას მიყვება სახლში ჩვენი დათო, ბოლო გაჩერებაზე ცხოვრობს წარმოიდგინე და ბოლო რეისს მიყვება. წინიდან ამ მარშუტკას ბოლო გაჩერებიდან წამოსული მარშუტკა შეხვდა, რომლის მძღოლმაც ანიშნა ამ მძღოლს მანქანა გაეჩერებინა. დადგნენ მძღოლები და გამართეს დიალოგი. წინიდან შეხვედრილი მარშუტკა პირობითად იყოს 2, დავითასი - 1. 2-ის მძღოლი:
- რა არის რომ გამიბი ხაზი და ნელა მოტასაობ მაგის დედა ვატირე, მგზავრი ვერ ავიყვანე ვერსად...
1-ის მძღოლმა ჩაუჭრა მონოლოგი:
- რა გაგიბი ტო, ეს არის გაბმა? 1 მგზავრი მიზის და რა ჩემი ყ..ა, გაირჭე ტრ..ში...
მაგრამ ვინ აცადა სიტყვის დამთავრება, ყბაში ძლიერმა დარტყმამ გამოაფხიზლა და შემდეგ დარტყმებზე საუბარი აღარაა, ძლივს გამოგლიჯეს ხელიდან საცოდავი.

ასეა, უნდა დაფიქრდეს ადამიანი სანამ რამეს იტყვის :)

четверг, 2 сентября 2010 г.

თავადი პაწიომკინი თუ პოტიომკინი

პოსტის იდეის დაბადება:
კურიერში იყო სიუჟეტი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ყოფილი პრეზიდენტის და ამჟამინდელი პრემიერის ავტოვოიაჟის (ორივე მნიშვნელობით) შესახებ. საქმე მდგომარეობდა შემდეგში: რუსული ავტომშენებლების პოპულარიზაციის მიზნით ვლადიმერ ვლადიმერიჩმა რუსეთის ტრასებზე ლადა კალინათი გაისეირნა და ამით სურდა რუსეთის მოქალაქეები დაერწმუნებინა თითქოს მათ სახელმწიფოში (რადგან მათ ჯერ კიდევ ხელმწიფე ყავთ ეს სიტყვა ზედგამოჭრილია) ყველაფერი რიგზეა და გზებიც კარგი აქვთ და ავტომშენებლობაც.

პრემიერი მოძრაობდა ყვითელი მანქანით, ასეთი მას კიდევ 2 მიყვებოდა უკან, ერთი თავისი სვლით, ხოლო მეორე ევაკუატორით (ანუ გაფუჭებულით). რომელიღაც ავტოკლუბის წევრებს კი საშუალება მიეცათ გადაეღოთ ესკორტი. ხოდა გადაიღეს.

კურიერის სიუჟეტში კი ნახსენები იყო მავანი თავადი პოტიომკინი. სწორედ მის საქციელს გავს ვლადიმერის ნამოქმედარი. ამ სიუჟეტის მნახველს შეიძლება კითხვა გაუჩნდეს: რა შუაშია პოტიომკინი? ხოდა აი იდეაც აქ დაიბადა.

თავადი პოტიომკინი დედოფალ ეკატერინეს დროინდელი ისტორიული პიროვნებაა. ცნობილი იყო თავისი ავანტიურებით და კარზე ფრიად მიღებული გახლდათ. მას დედოფალთან შესვლა ნებისმიერ დროს შეეძლო. ჰოდა ამ თავადმა პოტიომკინმა დედოფალთან წამოაყრანტალა
"შავი ზღვა მთლიანად ჩვენია"-ო (!)
დედოფალმაც არ დაახანა და მონახულება გადაწყვიტა. აქ საფუძველი ჩაეყარა მსოფლიოში ყველაზე დიდი ავანტიურას და აფიორას. არ ეკუთვნოდა და საიდან ანახებდა თავადი შავ ზღვას თან მთელ წრეზე? დედოფლის მოგზაურობის დროს გამოიყენა სახლის პანელები, ქვიშისგან აშენებული სოფლები, ნასუქი საქონლის 2-3 ნახირი და 2-3 ჯგუფი "ბედნიერი გლეხები". დედოფალი თუ დღისით გადაადგილდებოდა, მთელი ეს ავლადიდება ღამით მოგზაურობდა და სადაც დედოფალს უნდა გაევლო მხოლოდ იმ მიდამოებში ჩანდა. საბოლოოდ პეტერბურგში დაბრუნებული დედოფალი ბედნიერი იყ ნანახით, მაგრამ ამ "სიმდიდრის" უკან მშიერი რუსეთი იდგა. ეკატერინეს არ უნახავს შავი ზღვა, დნეპრისპირეთში იყო მხოლოდ. პოტიომკინმა კი ამით უფრო დიდი სახელი მოიხვეჭა და შემოსავალიც საგრძნობლად გაეზარდა.
ასე მორჩა ეს ამბავი და კურიოზული ფურცელი რუსეთის ძველ ისტორიაში. ახალ ისტორიას კი თაობები შეაფასებენ :)