суббота, 29 января 2011 г.

ზღაპარი

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი. ძროხაც იყო ერთი, ძალიან კეთილი ძროხა. ვისაც არ დაეზარებოდა და ხაში მოუნდებოდა მოდიოდა და ამ ძროხას ფეხებს აჭრიდა, მერე ხაშს იკეთებდა და ჭამდა. ძროხას კი დილით ისევ ამოსდიოდა ფეხები. ძროხა ლიმონას ძალიან ეცოდებოდა. ძროხასაც ეცოდებოდა ლიმონა. ლიმონა ქურდობის გამო დაიჭირეს. ხოდა ამ ძროხამ რქებით შეამტვრია ციხე და ლიმონა ციხიდან გაათავისუფლა.
მაგრამ ერთხელ ლიმონას დედინაცვალს ძროხის გულ–ღვიძლი მოუნდა. ლიმონას დანა მისცა და უთხრა:
–წადი დაკალი ძროხა და მისი გულ–ღვიძლი აქ მომიტანე – ლიმონამ დანა გამოართვა და დედინაცვალს უსიტყვოდ დაემორჩილებოდა ძროხას რომ არ ეთქვა სიტყვები:
–რას შვები შე უჯიშო, საჯიშე ძროხას მკლავ? – მაშინ კი მოეგო ლიმონა გონს, მაგრამ რა ექნა არ იცოდა, სად ეშოვა ეხლა დოქით წყალი, დანის სალესი ქვა და ყველაზე რთული – სავარცხელი. ისევ ძროხამ მოიყვანა აზრზე. დაავალა: დოქით წყალი, სალესი ქვა და სავარცხელი დაევიწყებინა და ГАЗ53 ეშოვა სადმე, რადგან ძროხა მხოლოდ ამ მანქანაზე დაეტეოდა.
დატრიალდა ლიმონა, მაგრამ სადღა იშოვიდა მსოფლიოში გადაშენებულ ГАЗ53–ს. ისევ მერსედესი არჩია, შემოისვა ძროხა ძარაზე და ისე მოკურცხლა ბეტონის გზა მთლიანად აანგრია. მაგრამ ბეტონის გზა მარტო მას არ აუნგრევია, დედინაცვალი ტახზე გადამჯდარი მოსდევდა უკან და ეს ტახი ეშვებით ანგრევდა ლიმონასგან გადარჩენილ გზას. ამასობაში 23 ნოემბერიც დადგა და შევარდნაძე გადადგა. მოვიდა მიშა და ლიმონა ისევ დაიჭირეს, დედინაცვალს მოუსავლეთის გუბერნია ჩააბარეს და გუბერნატორად დანიშნეს, ხოლო ძროხა დაკლეს.


დილით კი ფეთიანივით გამეღვიძა :)

воскресенье, 16 января 2011 г.

ფილმი

დიდი ხანია ფილმი არ მინახავს. დღეს კომპიუტერში ვიპოვე ფილმი მაპატიე, მაგრამ მე შენ მიყვარხარ, არც ვიცი როდის გადმოვწერე :)
ხოდა რომ ვუყურე მერე აღმოვაჩინე, რომ მისი მეორე ნაწილიც არსებობს. აი ისიც.

ეს გოგო მიკელა კვატროჩოკე (michela quattrociocche) იტალიურ კინოში თავის სიტყვას ნამდვილად იტყვის. ასეთივე იყო თავის დროზე ორნელა მუთი (მუტი თუ მუწი)

მოკლედ ნახეთ ფილმები და დატკბით ცხოვრებით :)




პ.ს. ასეთი სახის პოსტების წერა არ მიყვარს, მაგრამ ხანდახან მიწევს ხოლმე
მაპატიეთ :)))

воскресенье, 9 января 2011 г.

შეხვედრა წარსულთან

დავიბადე და გავიზარდე საბურთალოზე ყველაზე დიდ კორპუსში. 8 სართულიან სახლს 9 სადარბაზო ქონდა და ყველა მიცნობდა. მახსოვრობის პირველი მარცვალიც იქაური კიბეების თვლა იყო, აბა მე-7 სართულზე ლიფტით ვერ ავდიოდი, ღილაკებს ვერ ვწვდებოდი. სადაც ვიწექი, ჩემს თავთან აღმართული კედლის უკან ჩემი პირველი მეგობარი თამუნა ცხოვრობდა, მის ქვევით კი ალბათ ჩემი პირველი სიყვარული მარინა. მარინა იმდენად დიდი იყო ჩემზე, რომ როდესაც ის ემზადებოდა ინსტიტუტში ჩასაბარებლად, მე სკოლისთვის მამზადებდნენ. :)
საოცარი სილამაზის იყო მარინა, მაღალი, ქერა, ულამაზეს სახეს მწვანე თვალები იმდენად ამშვენებდა ადამიანს თავს დაგავიწყებდა და მოგინდებოდა "ნეტავ სულ ამას მაყურებინაო".
მეც ძალიან, ძალიან შემიყვარდა მარინა.
მერე მეც წამოვიზარდე, ხშირად ამოდიოდა ხოლმე, ხან სიგარეტის მოსაწევად, ხან უბრალოდ მეზობლური ურთიერთობისთვის. ერთხელ მეც მთხოვა სიგარეტი :)

დღეს იმ ეზოში ერთი კარგი კაცის დაკრძალვაზე მივედი. მარინა ისევ ისეთი ლამაზი იყო. მხოლოდ მე მომემატა ასაკი.
რა კარგია როცა ლამაზი ადამიანები არ ბერდებიან :)