вторник, 30 апреля 2013 г.

სპორტი ჩემს ოჯახში

დღეს მამჩემის ბიძა, ვახტანგ მახარაძე მივაბარეთ მიწას.
რა კავში აქვს ძია ვახოს და ქართულ პორტს?
ძია ვახომ თავის ძმის დაობლებული შვილები გამოზარდა, თემურ და ზურაბ მახარაძეები. თემური უდიდესი მწვრთნელია ფეხბურთში
მახარაძეების ამ შტოს სიძე იყო ბელადო, ქართლოს სვანიძე. რატომღაც ვერელების გულშემატკივარი, თუმცა ვერაზე არასდროს უცხოვრია რამდენადაც ვიცი.
ძია ვახოს ქალეხს უხელმძღვანელა ვაჟა ჭკუასელმა, ძია ვახოს დისშვილმა, ქართული კალათბურთის ცოცხალმა მემატიანემ და ამაგდარმა, ზოგადად ქართული სპორტის დიდმა გულშემატკივარმა და საერთოდ სპორტის დიდმა მცოდნემ.

გუშინწინ, როდესაც ამბავი შეგვატყობინეს და პანაშვიდზე ავედით მე და მამაჩემი, იქ თემური დაგვხვდა და მერე დიდხანს გაყვნენ საუბარს 2 ბუმბერაზი მწვრთნელი, ბევრი იცინეს, ბევრი გაიხსენეს და მხოლოდ გამომშვიდობებისას უხაროდათ ორივეს რომ ბნელოდა და ქუჩაში სინათლე არ ენთო.

დღეს ამ ორი ადამიანის შუაში ვიჯექ და ვუსმენდი. ჩემს ადგილს ძალიან ბევრნი ნატრობდნენ და ნატრობენ, მე კი შემთხვევით მოვხვდი იქ. მიხარია ამ ადამიანების ნახვა...