суббота, 13 февраля 2010 г.

საქართველო, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი?

ისედაც ცოტანი ვართ
ოლიმპიური მწვერვალისკენ მძიმე გზის გავლა უწევს ყველას, მაგრამ სად ამერიკელების ან რუსების გუნდი და სად ჩვენი. იმათთან ოფიციალური დელეგაცია სპორტსმენებში არ ჩანს, ჩვენს დელეგაციაში სპორტსმენებს ყოველთვის ჭარბობს ოლიმპიური კომიტეტის ჩინოსნები და კიდევ შესაძლებელია სხვებიც.

მაგრამ მე ეგ არ მაწუხებს. ყველა სპორტსმენის მიზანია ოლიმპიურ თამაშებში მიიღოს მონაწილეობა, მასზე გამარჯვება ხომ საერთოდ ზღაპარში მოხვედრას გავს. ზუსტად ასეთ ზღაპარში მოხვედრილი დაიღუპა ნოდარ ქუმარიტაშვილი. ბოლო სურათებში სპორტული ფორმა ოლიმპიური ნიშნით ეცვა და ამ ფორმაში დალია სული.

ასეთი ადამიანები ასე ადვილად არ უნდა ეკარგებოდეს ჩვენს სამშობლოს...

მსუბუქი იყოს მისთვის სამშობლოს მიწა :(