понедельник, 28 февраля 2011 г.

შემთხვევა

უეცარმა სინათლემ ღამის წყვდიადი წამის მეასედით შელახა და უსასრულობაში ჩაიკარგა. ლალიმ აპარატის ეკრანს არც კი დახედა, ან რა იყო დასახედი, თოვდა და ფიფქებს გადაუღო. ასეთი სურათი ბევრი გადაუღია ადრეც. მხოლოდ ფანტელები ჩანს და სხვა არაფერი. მშვიდად მიუჯდა კომპიუტერს და სურათის გადასატანად აპარატი კომპიუტერს მიუერთა. ბოლო გადაღებული გადააკოპირა და ის იყო უნდა აეტვირთა სერვერზე, მაინც გახსნა, უბრალოდ დაეხედა ხომ სწორედ ის ფაილი იყო რაც ჭირდებოდა. სურათიდან კი 2 სართულით ზევით მცხოვრები ნანას შეშინებული სახე უმზერდა.
მოულოდნელობისგან უკან დაიწია. მერე გამოერკვა, აივანზე გავიდა, ქვევით ჩაიხედა, მაგრამ სიბნელეში ვერავინ და ვერაფერი შეამჩნია. აპარატი გამოიტანა, ქვევით მიმართა და სურათი გადაუღო. უშედეგოდ, ამსიშორეზე აპარატი ვერაფერს დააფიქსირებდა.
შემდეგ უკან დაბრუნდა, მონიტორის წინ სავარძელში ჩაჯდა და სურათს კარგად დააკვირდა. ნანა არ იცინოდა, გაყინული თვალებით უყურებდა ობიექტივს, ხოლო მისი სილუეტის უკან ის სიბნელე იყო რასაც ლალიმ აპარატი მიუშვირა.

ასე ჩაეძინა სავარძელში. დილით კარზე კაკუნმა გააღვიძა. მივიდა კარებთან და ფრთხილად გამოაღო. სადარბაზო სავსე იყო პოლიციელებით. ნანას ქმარი ბორკილდადებული, შორიდან უყურებდა ლალის. გამომძიებელი კი რაღაც კითხვებს უსვავდა ლალის.

воскресенье, 6 февраля 2011 г.

მთლად ამან ქნა თქო ვერ ვიტყვი, კარაგა ხანია მინდოდა დამეწერა, მაგრამ ბიძგი ნამდვილად მომცა.
კიდევ ჩემს საძმაკაცოს მადლობა.
ოსკარების დაჯილდოების ოფიციალური ნაწილი გავიარეთ. ეხლა მთავარი:

ქალაქელობა მარტო ის არ არის ვინმეს გადაუარო.
ყარაჩოღლობაც მარტო ის არ არის ვინმე შეჭამო.


თუთაშხიაში დაწერილი ის სტროფია:
"სანადიროდ გამოსული მგლის აზრი ის კი არ არის ვინმე შევჭამოო, არამედ არის ის, ვინმე ისეთი შევჭამო, ვისი სიცოცხლეც ამ ქვეყნად არ ღირს და ჩემი სიცოცხლე იმის სიცოცხლეზე ძვირფასია"–ო

ხვალ ყველაფერი დალაგდება
ვნახოთ :)