понедельник, 25 октября 2010 г.

მიყვარხარ? არა. მომწონხარ? არა, გიყვარვარ...

დავწყოთ იქედან, რომ ჯერ არ გავგიჟებულვარ :)
და თუ სათაურს ვერ ჩაწვდი, შენ მკითხველო, ახლიდან წაიკითხე. კიდევ გადაიკითხე და პერსონაჟები თავისით გაჩნდებიან. ბატონო? იმედია ხუმრობთ მაგ კითხვის დასმისას :) სულ ერთი არაა რომელია ბიჭი და რომელი გოგო? აქ მთავარი ერთია, ამ დიალოგის მონაწილეებს ერთმანეთი უყვართ. უყვართ ისე როგორც მე მიყვარს ჩემი სამეგობროს 99% ბატონო? რატომ 99 და არა 100? ასეა საჭირო და მიტომ. აჰ სად არიან ჩემი მეგობრები? ყველგან. აგერ ქუჩაში მოდის. არ გჯერა რომ ჩემი მეგობარია?
ნუ გჯერა.
-გამარჯობა
-ვაა, აქ საიდან გაჩნდი? როგორ ხარ? მოგვანატრე თავი, გამოიარე, გოგოები ჩავუჯდეთ
-არა, მერე იყოს, ვნახოთ, ეს დღეები ძალიან დაკავებული ვარ...
-მერე იყოს, როცა მოიცლი, შენ მხოლოდ დარეკე...
-შევეცდები, გოგოებს მოკითხვა
-კარგააად - აი, ხედავ? შენ გელაპარაკები, რა პირდაღებული უყურებ, ეგ გოგოც ჩემი მეგობარია. რაო? მოგეწონა? მეც. თავიდან მეც მომეწონა, მერე ძალიან დავახლოვდით, მერე კიდევ უფრო დავახლოვდით და ასე ახლოები დავრჩით :) ჰოო, მეც მაგას ვფიქრობ, როდის გეცლება? ხვალ საღამოს ? კარგი, შევათანხმებ და წავიდეთ.
ეხლავე დავრეკავ.
აჰა, დღესვე გველოდებიან. ხომ გითხარი, თუ არ მითქვამს? ხო, ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი. მაგასაც ვუყვარვარ. რაო? ცოლიო? არა, ეგ ჩემი ცოლი არ და ვერ იქნება. რაღაც ბევრი კითხვა გაგიჩნდა. ვერ იქნება და მორჩა ამაზე კითხვები. შენ? რა შენ? შენ შეიძლება იყო, შეიძლება არ იყო. არ ვიცი, შენზეც ბევრია დამოკიდებული. მე? არ მინდა. არ მინდა და იმიტომ. მინდა ჩემს სიახლოვეს იყო, შენ არ გინდა შენს სიახლოვეს ვიყო? არა? კარგი მაშინ. აბა სათაური წაიკითხე. ისევ უკან დავბრუნდით. და ასე უსასრულოდ :)))))))



მე ჩემი მეგობრები ძალიან მიყვარს. ბოლობოლო 15 წელია ვაგროვებ და არ უნდა მიყვარდეს?


დიდი სიყვარულით თქვენს მიმართ ჩემო მეგობრებო და არასრული სია იხილეთ ცუკენბერგის ცნობილ საიტზე. ყველა ქართველი + მარიონ კოლტატ და ქართველი გოგონა ჩინური გვარით ნატა ლეე :)))









პ.ს. დღეს დავასკვენი რომ გიჟი ვარ. ამას ჭკუათმყოფელი რას დაწერდა. ვინც გაიგო ისიც ჩემნაირია :)))