воскресенье, 11 декабря 2011 г.

"სუფთა დაფა" ანუ "დიახ მასწავლებელო, ეკამ ჩატეხა მინა"

ასეა თუ ისე ეს ქვეყანა ისევ კომუნისტურ ნომეკლატურას დაუბრუნდა. განსხვავება იმაშია რომ სიტყვა "პლურალიზმი" იმდენად ხშირად აღარ იხმარება და ძალიან იშვიათად თუ ვინმე გამოიყენებს, მეორე მუჯლუგუნს წაკრავს, კომუნისტური გადმონაშთი ნუ ხარო.
ჯერ არავის მიაქცევენ ყურადღებას და თუ მიაქციეს, მტრისას, ისეთს მიაქცევენ რომ, ჯერ "დააქცევენ" და მერე "გააქცევენ". მაგალითი უამრავია, ამორჩევაც ჭირს.
ბოლო ფაქტმა გამაღიზიანა. მკვლელობაზე დაჭერილები პოლიციის შუშის შენობებში შეყავთ და საზეიმოდ აჩვენებენ ამას (პოლიციის შუში შენობა და არა შუშის პოლიციის შენობა, არ შემშლია :) ), ხოლო ლალი მოროშკინა რატომღაც მოდულის შენობაში გააქცუნეს. გამნიჩნდა კითხვა: რატომ?
ეხლა რა კავშირშია სათაური ამ ნაწერთან:
ვისაც სათაური არ გეცნოთ ქართული ფილმის მიერ გადაღებული ფილმისა, გირჩევთ ნახოთ ფილმი თინეიჯერებზე (არ აგერიოთ, ფილმი "ტბა" სულ სხვაა და მასთან შედარებით "სუფთა დაფა" ოსკარზეა წარსადგენი სცენარის, რეჟისურის და შესრულებული საუკეთესო როლების ნომინაციებით), ხოლო ვისაც ნანახი გაქვთ და გახსოვთ, გაიხსენეთ ის მომენტი როდესაც კლასის კარებში მინა ჩატყდება და ყველა ეკა ნიჟარაძეს აბრალებს მის ჩამტვრევას. ჩვენს "ჭკუამხიარული" პრეზიდენტის ნომეკლატურაშიც ასეა, ყველა ერთმანეთთან კარგად არის, მაგრამ თუ რამე გაფუჭდა "ეკამ ჩატეხა ფანჯარა". ზუსტად ასე მარტივად დაბრალდა ყველაფერი ერთ დროს მათთვის საყვარელ ბიძინა ივანაშვილსაც :)

რამ გამაპოლიტიკურა? არც არაფერმა. ეს არ არის პოლიტიკური პოსტი. ეს როგორც ყოველთვის ჩემი ღიმილის საბაბია აგერ უკვე 14–15 წელიწადია :)

вторник, 25 октября 2011 г.

Life's shit

???
არ გეგონოთ უკმაყოფილო ვიყო ცხოვრებით :)
უბრალოდ ასეთია მთლიანობაში ყველაფერი რაც ირგვლივ ხდება.
დაბადებიდან ჭედავს ადამიანი ცხოვრებას, მაგრამ ხანდახან გამოჭედილის არ ვიცი და ნეხვისგან გამოძერწილი გამოსდის. ავიღოთ მაგალითები ისტორიიდან? კი ბატონო:
ვლადიმერ ილიას ძე ულიანოვი, კაცობრიობისთვის ცნობილი როგორც ლენინი. იბრძოლა ცარიზმის წინააღმდეგ, თქვა თავის სიტყვა, რომელსაც 1 დიდი სახელმწიფო 70 წელი მისდევდა და გამოჭედა თავის ცხოვრება. მაგრამ...
ეს მაგრამ არის რომ ყველაფერს თავდაყირა აყენებს. ამ სახელმწიფომ მიწა არ აღირსა და არ დაკრძალა. რას გავს ეს? რასაკვირველია ნეხვის ძეგლს :)
აგერ ვლადიმერ პუტინი (რუსეთის პრეზიდენტი): გმაოჭედა თავისი ცხოვრება, ობოლი ბიჭი (ძალით გაობლებული, კასპელი) წავიდა და იქამდე იომა სანამ პრეზიდენტი არ გახდა. გახდა და რა? თავისი ცხოვრება მოიწყო, სამაგიეროდ თავისი სამშობლო (რადგან მშობლები კასპში ყავს, სამშობლოც საქართველოა) მაგინებლად გაიხადა და რკინის გამოჭედვის მაგივრად ნეხვის ძეგლი დაიდგა :)
კიდევ მაგალითები? ეხლავე. ნიკოლა სარკოზი... ამისთვის შეიძლება გამკიცხონ ძლოვნებმა, მაგრამ მაინც:
ცოლები მეგობრებს წაართვა და თვითონ ყავდა ყველა. გამოჭედა თავის ცხოვრება, ყველა ცოლი ულამაზესი ყავდა, მაგრამ არ შერჩა მეგობარი. ნეხვის ძეგლია აბა რა, უმეგობრო ადამიანი თვითონაც ნეხვია. :)

უამრავი მაგალითების მოტანა შეიძლება, მაგრამ ჯერ ისტორიამ შეაფასოს ეს რკინები და ნეხვები :)

პ.ს. არ ვიცი მკითხველო იცი თუ არა, მე დავწერ. თუ იცი გამეორება ცოდნის დედაა და თუ არ იცი – გამოგადგება:
საფრანგეთში გარდაცვლილ ადამიანს, რამდენადაც დიდი არ უნდა იყოს იგი, ჩვეულებრივ სასაფლაოზე კრძალავენ. დროის გასვლის შემდეგ (მგონი 25 წელიწადია ვადა), გადახედავენ ამ ადამიანის ნამოღვაწარს და შემდეგ გადაასვენებენ პანთეონში. ჩვენ კი ჟვანიას ცხედარს გაციება არ ვაცადეთ, წერეთელზე პანთეონში წინა პლანზე დავკრძალეთ. იქნებ არ იყო ღირსი და კეკესავით (სტალინის დედა) არაძვირფას სამარხებში უნდა მოვიხსენიოთ?

დროა ამაზე დავფიქრდეთ მგონი...

четверг, 25 августа 2011 г.

მტკივა

თემური ავალიშვილის გახსენება.

დღეს შენს ცხედარს ველოდებით შენი ძმები...
რა მძიმეა რამეზე ფიქრი და თან წერა. ბევრად მეტის თქმა შემეძლო როცა გნახავდი და შეგხვდებოდი, თურმე აღარ გვეწერა ერთმანეთის ნახვა.

გახსოვს ნიჩაბი რომ ჩაგარტყი თავში წითელ ბაღში? არც მე მახსოვს, ეს ჩვენი დედების გახსენებაა და ჩვენც ასე გვახსოვს. მაშინ ჩვენც არ ვიცოდით რომ მერე მაინც ერთ კლასში ვისწავლიდით, ერთად ვივლიდით ვარჯიშზე და ერთად მოგვიწევდა სხვადასხვა შეკრებაზე თუ შეჯიბრზე ერთ ოთახში ცხოვრება. ჯერ იყო ბეთანია, მერე კრასნოდარი, სოჭი, დიდი ჯიხაიში და ცხვარიჭამია. ყველაზე მაგრად მაინც სოჭი გვახსოვდა მე, შენ და რიჟას. ჩემს საათს არ უყვარდა სოჭი, ჰოდა იქ დარჩა, იმ მოგონებებთან :)
შენ და რიჟა უკვე საიქიოს ხართ. სად მიგეჩქარებოდათ... მეც მოვალ მალე, ასე 40–50 წლის მერე. მანამდე მე მანდ საქმე რაც მექნება თქვენ მიმიხედეთ. მე ჯერ აქ ვარ საჭირო.

ძნელია ადამიანს 27 წელი იცნობდე და უცებ აღიქვა მისი არ არსებობა დედამიწაზე. 10 წლის წინ, რიჟას სამძიმარზე შენ ამბობდი რომ დიდი ხანი უნდა ვიყოთ ამ ქვეყანაზეო. რაღაც მალე გამოგივიდა. ნეტავ ეხლა ამ გამოსათხოვარს არ ვწერდე და უამრავ ლუდს დაგალევინებდი. შიმშილს კლავსო როგორ ამბობდი? :)
იცი რა გამახსენდა? ქურთუკი რომ გქონდა გოგიას ჩამოტანილი, NBA–ის, მთელ თბილისში მარტო შენ გეცვა. ტროლეიბუსში რომ მეცი, "ჰა ეხლა, ფული მომეციო" :) კარგი დრო იყო მაშინ, უდარდელი...

დაიძინე ჩემო ძმაო, მეც მოვალ მანდ, 40–50 წლის მერე, აუცილებლად მოვალ, აბა აქ ხომ არ დავრჩები.

вторник, 23 августа 2011 г.

Love story

თითქმის ამბავი.
მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტები იყვნენ როდესაც პირველად ერთმანეთს შეხვდნენ. ბიჭს ძალიან დაამახსოვრდა გოგოს სახე და აღნაგობა. გოგოს კი საერთოდ არ ახსოვდა ბიჭის არაფერი. ბიჭმა სახელიც გაიგო და ისიც, რომ გოგო შეყვარებული იყო. გოგო კი ბიჭით საერთოდ არ დაინტერესებულა.

გავიდა დრო. მოვლენები ორივე მხარეს სხვადასხვანაირად განვითარდა, თუმცა საერთოც ქონდა ორივე მხარეს. მათ ოჯახები დაენგრათ. მეორე შეხვედრა საერთო მეგობართან შედგა, რომელიც ორივემ სხვადასხვა დროს გაიცნო (თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს). ბიჭმა ყველა დეტალი აღიდგინა და გაახსენა გოგოს, რაზედაც გოგომ დაიმორცხვა და ოდნავ გაწითლდა. შემდეგ უფრო მეტი საერთო ნაცნობები აღმოაჩინეს ერთმანეთში და უფრო დაახლოვდნენ ვიდრე ოდესმე, თუმცა თვეში ერთხელ თუ კითხავდნენ ერთმანეთს ამბავს ინტერნეტში. მერე გოგო ზღვაზე წავიდა. ბიჭი შაბათ–კვირას ნახულობდა დროს ჩასულიყო ზღვაზე და გოგო ენახა. ერთი გაცურვის დროს დინებამ გაიტაცა გოგო და ბიჭმა გამოიყვანა ნაპირზე. მხოლოდ ერთხელ უთხრა: "მე ამ ზღვას შენს თავს არ დავანებებო". გოგომ გაიღიმა და არაფერი თქვა.

ბედისწერამ ისენი კვლავ დააშორა. ოჯახები არ შეუქმნიათ, მაგრამ ცალ–ცალკე მოღვაწეობდნენ ცხოვრების ასპარეზზე. ერთხელაც გოგო ზღვაზე წავიდა. მარტო შევიდა ზღვაში საცურაოდ. ტალღამ უცნაურად დაარტყა და ამოატრიალა, მეორემ კი უცებ მოაცილა ნაპირს. როდესაც ჰაერი სახესთან დაიგულა ჩასუნთქვა სცადა, მაგრამ მესამე ტალღა გადაყლაპა. ნელა–ნელა მოეშვა სხეულიც, დამძიმდა ქუთუთოებიც და დაიბინდა გონება. ამ დროს ვიღაცის მძლავრი ხელის მოხვევა იგრძნო სხეულმა, თუმცა თვითონ ბრძოლის უნარიც დაკარგული ქონდა. მისთვის ცხოვრება დამთავრებული იყო, გაითიშა მთავარი ორგანო – ტვინი.

როდესაც ცოტათი დაუბრუნდა გონება, ხმა ჩაესმა: "მობრუნდა, თვალი შეარხია, არ უნდა მოვეშვა". რა ნაცნობი ხმა იყო, თუმცა ვერ იხსენებდა სად და როდის მოესმინა ეს ხმა. თავს სძლია, თვალი გაახილა. მისკენ ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცი დაიხარა და ხელოვნური სუნთქვის ჩატარება სცადა. გაიბრძოლა გოგომ, "აღარ მინდაო" უნდოდა ეთქვა და წყალი ამოანთხია. "ვინ არის ეს ბიჭი? სად მინახავს? სად მომისმენია ეს ხმა?" – ზარივით რეკდა თავში ეს კითხვები.
მამაკაცმა გაღიმა და საოცარი სიტყვები თქვა:
– მე ხომ გითხარი, ამ ზღვას შენს თავს არასდროს დავანებებთქო...

среда, 13 июля 2011 г.

აზრი!

ცხოვრება ნეხვის ჭამაა. ზოგი მიეჩვია ამ ფაქტს და უხარია, ზოგიც – არა. შესაბამისად ზოგი ნეხვში ცხოვრობს და ზოგიც – არა. :))

понедельник, 4 июля 2011 г.

რამოდენიმე "თფუი" ქართველებს

1) ჩამოგვყავს სტინგი და იმხელა ფასად ვყიდით ბილეთებს, რომ ფულიანი ტომრების ბირჟა ხდება პარტერი;
2) დარბაზში მსხდომთაგან ალბათ "უსტანოვკა" მივეცით სათითაოდ ყველას რომ არ ამდგარიყვნენ ფეხზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ალბათ სიკვდილი ელოდათ;
3) ტელევიზორში გვაჩვენებენ და ანონსსაც არ გვიკეთებენ;
4) ტელევიზიით მხოლოდ 2 სიმღერას გვიჩვენებენ და ნიშნს გვიგებენ ბილეთის უყიდლობის გამო. მე ფიზიკურად ვერ ვიშოვე, შინაურობაში გაიყიდა;
5) გახარებულ პრეზიდენტს ბევრჯერ გვიჩვენებ (რომელმაც ბილეთები ჩემი, შენი, ჩვენი სოცანარიცხებით იყიდა);
6) ტიტრები არ გვაქვს რომ მივაწეროთ ქართულად თუ რას ლაპარაკობს ჩვენი უცხოელი სტუმარი (ეს სულ მცირე, ისე თარჯიმანიც უნდა ყოფილიყო სტუდიაში, თორემ უგულავას გამოცხადებული უფასო გაკვეთილების მეორე კურსი მთავრდება ეხლა და მესამე როდის დაიწყება ვინ იცის);
7) ეს იმიტომ, რომ ილია ჭავჭავაძის გასვენებაში აკაკი წერეთელმა თქვა და მთელი საუკუნე აქტუიურად ამ ფურთხს ვლოკავთ. რატომ? იხილეთ წინა პოსტი;
8–9) კალათბურთის და რაგბის წარმატებებს დღევანდელობას ვაწერთ და რა შრომა იდო ამ წარმატებებში არავინ იცის ვინც გარედან უყურებს სპორტს;
10) მე ყველაზე მეტის ღირსი ვარ: ამას ყველაფერს ჩუმად ვუყურებ და მხოლოდ ვწერ :(

суббота, 7 мая 2011 г.

ვაი ჩვენს პატრონს ანუ როგორები ვართ

წარმოიდგინეთ ტიპიური ქართველი.
წარმოიდგინეთ? როგორია იგი? სერგო ზაქარიაძის მიერ განსახიერებულ "ჯარისკაცის მამას" გავს? თუ უფრო დახვეწილი და "სუფრასთან ამაყად გაჯგიმული, თამამი მზერით რომ არჩევს მანდილოსნებიდან რომელს დაესხას თავს, რომ ამაღამ რამენაირად იჩინჩლაოს და თავის პატივმოყვარეობა დაიკმაყოფილოს და მერე წყალსაც წაუთღია ყველაფერი" იერით? იქნება წვრილთვალა კინტო დაგიდგათ თვალწინ?

ყველა დროის ქართველი სხვადასხვანაირია. ყველა დროს თავისი მანკიერება მოჰქონდა და ეს მანკიერებები თავის დაღს ასვავდნენ ჩვენი ქვეყნის მედროვეებს. ვფიქრობ უპრიანი იქნება თავი და თავი მოვძებნოთ და ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინოთ.
ეს არ არის ჩემი ფანტაზიის ნაყოფი, არც კრიტიკაა ვინმესი რადგან ეს პერსონაჟები რეალურად ცოცხლობდნენ და შენდეგ გარდაიცვალნენ. გამოსწორება კი მათი ნამოქმედარის კიდევ შეიძლება, თუმცა ამის იმედი ნაკლებად მაქვს, რადგან გადაგვარებულია ყველანაირი საქციელი და წეს–ჩვეულება ქვია უკვე ზოგ უმსგავს საქციელს. სამწუხაროდ ჩვეულება დაერქვა უმოქმედობასაც.

მაშ ასე

1) 19–ე საუკუნე. თავად–აზნაურობა და უმეფეოდ დარჩენილი საქართველო. რუსულმა ხელისუფლებამ ქართველებს რუსეთის მიერ წარმოებულ ომებში ჩინ–მედლები ჩმოურიგა. სამგიეროდ ქართველებმა ომის წარმოების უზადო ხელოვნება ჩააბარეს რუსებს და რუსეთის წისქვილზე დაასხეს წყალი. მსგავსი საქციელი ქართველებმა შაჰ–აბასისთვისაც გააკეთეს, განსხვავება ის იყო, რომ მათ იბრძოლეს და სახელი გაითქვეს. ამ ბატონებმა კი ტაქტიკიან–ხელოვნებიანად ჩინ–მედალში გაცვალეს. დიახ, დიახ, გაცვალეს. აქვე საგულისხმოა ისიც, რომ თბილისში ჩამოსულებმა (ზუსტად რომ დაბრუნების შემდეგ ჩამოსულებმა) თავიანთი მამულებიდან შემოსავლები რომ არ ეყოთ ის მამულებიც გაყიდეს (რატომღაც თბილისის ბოჰემურ ცხოვრებას იმაზე მეტი თანხები დაჭირდა ვიდრე შეეძლო მამულს მიეცა. ამას დავუმატოთ ბანქო), ხელში კი თოფ–იარაღის მაგივრად გიტარა და ყანწი ეჭირათ. ამ დროს ქართული ინტელიგენცია გაიყო ოპტიმისტებად და პესიმისტებად. დაიწყო მიმოწერა და პასუხების პასუხები და შვილთა პასუხები. და რა? რა შედეგი გამოიღო ამ ვაი მცდელობებმა? ერთ ნათელი გონებს ადამიანს ათქმევინა სიტყვები "ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოვ". სამწუხაროდ იმ ადამიანმა ზუსტად დაინახა საქართველოს და ქართველების მომავალი.

მეოცე საუკუნე რამოდენიმე მუხლად იყოფა, რადგან თბილისის და საქართველოს მოსახლეობა დასაწყისში სხვანაირია, შუაში სხვანაირი, ხოლო საუკუნის ბოლოს რადიკალურად განსხვავებული.
2) განვითარებულია ხელოსნობა და ხელოსნებიც უხვად არიან თბილისში. მათ ყარაჩოღლები (ან ყარაჩოხლები, ყარა – შავი, ჩოხა – ჩოხა) ეწოდებათ. ეს ადამიანები ერთიანდებოდნენ თავის ამქარში (სხვათაშორის აქედანაა სიტყვა საამქრო), მუშაობდნენ თავისთვის და არავის ერჩოდნენ, მაგრამ თუ ვინმე დაჩაგვრას მოუნდომებდა, სათანადო პასუხსაც მიიღებდნენ. მითი თითქოს ისენი ღვინოს ქალის ფეხსაცმლიდან სვამდნენ – აბსურდია, ეგ კინტოს საქმე იყო. კინტოზე ცოტა ქვევიტ მოგახსენებთ. ყარაჩოღელი – სიტყვის პატრონი და ცოტა სიტყვაძუნწიც კი იყო. მუშტიკრივიც კარგი იცოდა და საერთოდ მიხვრა–მოხვრაც თავისებური ქონდა. ვფიქრობ გაზვიადებულია "დაკარგულ სამოთხეში" ყარაჩოღელი, "ქეთო და კოტეში" უფროა შემონახული მისი სურათი.
ამ კასტისგან რადიკალურად განსხვავებულია კინტო. ფართხუნა შარვალი (რომელშიც უამრავი ნაპარავი ნივთი იმალებოდა და ვერავინ ამჩნევდა ნივთს), თავზე წამოწვეტებული ბრტყელი ქუდი (დიდი ხონჩის თავით სატარებლად) და მარტო ახალუხი (რადგან ჩოხის ფული არ ქონდა) იოლად გამოარჩევდა ხალხის მასისგან. თახსირი, ვიგინდარა და ფუჭი მოსაუბრე. ამაზე უფრო მეტად და კარგად ვერაფერი დაახასიათებს კინტოს. ფულის მოგების მიზნით ყველაფერზე წამსვლელი იყო და ეს სენი ძალიან გავრცელდა შემდეგ თაობებში.
შემდეგ მოხდა ქალაქის რეკონსტრუქცია (იგულისხმება თბილისი, თათრის მოედნის მიმდებარე ტერიტორია, ბამბის და რკინის რიგები). ამქრები და წისქვილები შესაბამისად ბერიამ და წყალმა წაიღო.
3) გაჩნდა მოაზროვნე ადამიანთა ვიწრო წრე, რომელთაც ცივილური ფორმებით ამჯობინეს წითელ მონსტრთან ბრძოლა და მათ ცისფერყანწელები ეწოდათ. ჩეკამ უცებ გამოავლინა და ყველა მოუსავლეთში გაუშვა. თუმცა მაგ პერიოდში კიდევ იყო მებრძოლი სული შერჩენილი და იმართებოდა საიდუმლო კრებები (ტროცკის მომხრეები, საქართველოს დამოუკიდებლობაზე მეოცნებენი თუ სხვადასხვა). გაჟუჟეს. საინტერესოა როგორ გადაურჩათ კონსტანტინე გამსახურდია.

"ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ ხალხნო" ბერტოლდ ბრეხტი
4) ომის შემდგომ თბილისში და საქართველოში ისეთი არაფერი ხდებოდა, ადამიანმა შეშფოთება რომ გამოხატო, მაგრამ ემზადებოდა გრანდიოზული გადასხვაფერებისთვის. მოროდიორობა აილაგმა, პატიოსნება დაფასდა, ფასობდა სიტყვაც და მუშტიც. წინისწინა თაობისგან შემორჩენილი პატარა ტრადიციები. იშვიათად ხდებოდა იარაღით ვინმეს დაჭრა. იყო კულტის შენება და როცა ამ კულტს ვიღაც შეეხო, პროტესტის გრძნობა ისევ გაჩნდა ხალხში, არ ჩამქრალა ქართული სული და იბრძოდა, თუმცა რუსთაველზე, პირველი გიმნაზიის გვერდით დაიჭრა ფერდში.
ამით დაშინებული ქართველები კი სიცოცხლეს აგრძელებდნენ და წითელ ვეშაპს სხვა ომი გამოუცხადეს
5) გაგახსენებთ ამ ნაკვესის თავში დასმულ კითხვას: წარმოიდგინეთ? როგორია იგი?
აი, ეხლა აღვწერ: ულვაში ოდნავ მოკლე, მსუქანი, კოტიტა თითებით, თავზე "აეროპორტი" ქუდით. სუფრის თავში, ბრტყელი სადღეგრძელოებით, ანეგდოტებითა და "ბაყაყი წყალში ყიყინებით", რასაკვირველია რუსული "თანამეინახენის" გარემოცვაში. იგი ხომ 1 ყუთი "ენისელით" ხელდამშვნებული ჩამოვიდა საქმის მოსაკვარახჭინებლად. აქ ქალაქში უკვე ტრადიცია დამკვიდრდა, თუ სადემ დაგპატიჟებენ, აუცილებლად ვინმესთან ერტად უნდა წახვიდე, შეიძლება ჩხუბი მოგივიდეს და ვინმემ "ატმასკა", "მასტი" უნდა დაგიჭიროს. სამაგიეროდ მეორე დღეს "ფინგალი" თუ სათვალით ვერ დამალე – მაინც არაუშავს, ვაჟკაცობაში ითვლება მიუხედავად იმისა, მოიქეცი თუ არა ვაჟკაცურად (თუმცა ეს დაკნინებული მცნებაც დიდი განხილვის საგანია).
ასე მიილია 60, 70 და ლამის 80–იანები. საგულისხმოა მხოლოდ ერტი ფაქტი, 1978 წლის აპრილის ამბები. მაშინ გაწირვებით, მაგრამ მაინც დავიცავით ჩვენი ქართული ენა (რომელსაც დღეს აქტიურად ვანადგურებთ)
6) 80–იანის ბოლო. ცხოვრების განვითარებამ მოიტანა და სახლებში გაჩნდა ვიდეო. კასეტებზე ჩაკ ნორისის და ბრუს ლის გარდა რემბო, როკი, კომანდო და კობრა აგიჟებდა ახალგაზრდობას. კლასელის მამას მერსედესი ყავდა და ბიჭები საუბარში ვამბობდით ტელეფონი რომ ჯიბეში გვედოს რა კარგი იქნებოდაო. აქა–იქ ხალხი საქართველოს დამოუკიდებლად არსებობას განიხილავდა, სუფრები პოლიტიკურ ბატალიებად იქცა. აღარსად ფასობს არც სიტყვა და არც მუშტი. ყველა დაძაბულია და ყველა მართალია. მანქანაში აკუმულატორის დატოვება ნიშნავს რომ ხვალ ტაქსით მოგიწევს მგზავრობა. ამ დროის ქართველი რაც მეტს საუბრობს მით უფრო წარმატებული ხდება. რაც მეტ "გაუმარ"–ს იყვირებს, მით მეტი შანსი აქვს უპასუხონ "ჯოს" და კაბინეტში მოჯდეს. და აი, ნანატრი დამოუკიდებლობა. ყველამ დაივიწყა რომ ერთმანეთი ყავთ საპატრონო, ისევ პიროვნების კულტების გამო დაუპირისპირდა ქართველი ქართველს. ერთნი საქართველოზე ღრმად შეყვარებულ პიროვნებას სცემენ პატივს, მეორენი ამ შეყვარებული პიროვნების პოლიტიკურ უვიცობას ხედავენ.
ამ ორი მხარის შეხედულებებმა რუსთაველის პროსპექტი ნანგრევებს დაამსგავსა და 56 წელს გიმნაზიასთან დაჭრილი სული გარდაიცვალა. სამაგიეროდ დაიწყო ომი "ვიღაცასთან" თუ "რაღაცასთან". ერთად დგომის მაგივრად, ერთმანეთის დაყაჩაღებაში გაიწაფნენ, ისწავლეს ზურგსუკან საუბრები, ცხვირში დუდღუნი და ნანემსრების დამალვა. პოლიციელთან ქსივის ტრიალი და ამ ფაქტის უამრავ ადგილზე მოყოლა "ვაჟკაცობა" გახდა.
7) დადგა 21–ე საუკუნე. ჯერ მობილურის სიდიდით, ხოლო შემდეგ ამ ნივთის სიპატარავით იზომება კარგი კაცობა, ბრტყელი სადღეგრძელო სუფრაზე, თუმცა შინაარსობრივად და მოქმედებითაც რადიკალურად სხვა აზროვნება. მაგარია ვინც მოახერხა და იქს5 დაითრია, ნუ კარგი, ემ ელ–ი იყოს. პოპულარულია სიტყვა "საქმეზე ვარ", "თათბირი მაქვს", თუმცა ამ დროს შეიძლება საერთოდ სასტუმროსი იყოს ვინმე მეძავთან ერთად. სიტყვაზე ადამიანს ვეღარ ენდობი იოლად, ძმა ძმას კლავს და შვილი დედას, ზოგჯერ დედა შვილსაც ყიდის. ჩოხა მოდაში შემოვიდა, თუმცა მხოლოდ ჩაცმულობის თვალსაზრისით, ჩოხის ჩაცმის ღირსი ზოგი არც არის, მაგრამ ამაყად ატარებს მას.

სამწუხაროდ ასეთია უკვე რეალობა. დეპრესიულია გარემო და ყველა ამბობს "რა ვქნათ, დრომ მოიტანა"–ო. არავინ ცდილობს იყოს ის რასაც ნამდვილი ქართველი ქვია. არავინ ცდილობს თავის თავს პატარა ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიოს. საამისოდ თურმე დრო არ ქონიათ.

ზოგიერთ ფაქტს მე შევესწარი, ზოგი წავიკითხე, ზოგიც გაგონილია, მაგრამ უმეტესობა სიმართლე წერია აქ. ასე, რომ ჩემო მკითხველო, დრო გამონახე და იყავი ქართველი, ჩოხოსანი ქართველი.

среда, 13 апреля 2011 г.

უმსგავსო საქციელი

გულჩვილი ხარო
შეიძლება
მაგრამ როგორ შეიძლება ადამიანმა არ შეამჩნიო ადამიანი, სიცივეში მდგომი, მობუზული, პატარა საყელოს რომ სახეზე იფარებს, ხელში მოკლე ჯოხი უჭირავს და მანქანის გამოყვანისას ზოგჯერ უიმედოდ მორბის შენსკენ.
მერიამ ყაჩაღებად აქცია, სხვა ვერაფერი მოუხერხა
არადა რომ არ შიოდეს, სახლშიც წავიდოდა (თუ აქვს სახლი)
1 და 2 თეთრიანებით მქონდა მანქანა გამოტენილი (სულ 60 თეთრამდეა) და ვერ გამოიყენებდა. მე სახლიდან ფული არ წამიღია, თორემ მივცემდი. უხეშად მომიწია დატოვება იქაურობის.
მარტო მე ვხედავ ამას? :(

воскресенье, 27 марта 2011 г.

თიბისი ბანკი, $10 000 და ამდენივე (პოტენციურად) მოტყუებული ადამიანი

ყველაფერი (ჩემთვის) იმიტ დაიწყო, რომ თიბისი ბანკთან სეირის საყურებლად წავედი. ახლოს ვცხოვრობ და მაინც არ მქონდა საქმე. შემდეგ ხელში 1 კონვერტი ჩამივარდა, ამის ამოხსნაში მეორე ეტაპზე გადავედი (მივიღე მინიშნება უყურე 26 მარტს "კურიერი .."–სო) და ინტერესი გამიჩნდა რა იქნებოდა მესამე ეტაპზე. აქ უკვე 24 საათი შვებულებაში გასვლამ მომიწია. მესამე ეტაპი საინტერესო აღმოჩნდა, თუმცა მე ვერ დავძლიე. საინტერესოა როგორ უნდა დამეძლია და ამის შესახებ ინფორმაციას ისევ ამ ბანკისგან ველოდები. თუმცა მეოთხე ეტაპზე გადასასვლელი კოდი ერთმა ადამიანმა მომცა, "რამოდენიმე მცდელობის მერე დამბლოკა 24 საათით და შენ სინჯე, თუ შევიდა ეგ არის"–ო. პრინციპში ერთი ვარიანტი იყო მოწერილი და ზუსტად ეგ ვარიანტი აღმოჩნდა სწორი. აქ უკვე 48 საათი მოითბინეთ და მოვა შემდეგი ინსტრუქციაო. არ არის პრობლემა, თუ მესამე ასეთი მძიმე ეტაპი იყო, მეოთხე უფრო რთული უნდა ყოფილიყო ლოგიკურად, მაგრამ ნურას უკაცრავად, მეოთხე ეტაპის მინიშნების მაგივრად კურიერში გამარჯვებული ანახეს, რომელსაც ემოციის მსგავსი არაფერი ეტყობოდა, რომელზეც 2 სიტყვა არ თქმულა და სტადიონზე შეკრებილმა სულ ცოტა 60 000–მა ადამიანმა უსმინა რომ ვიღაც რაღაცას ამბობდა მიკროფონში. მსგავსი გასულელება მე არ მინახავს. მე არ მქონდა პრეტენზია გამარჯვებაზე. ვიმეორებ, ჩემი ინტერესი იყო ლოგიკური თავსატეხების ამოხსნა, რომელიც რატომღაც არანაირი ლოგიკით არ იხსნებოდა. და უცებ გამარჯვებული ისე გამოვლინდა, არავის არ ქონია შანსი.
მე ვისთანაც მქონდა ურთიერთობა და გადავიდნენ ბოლო ეტაპზე, თანაბრად შეეძლოთ მოეგოთ ეგ 10 000, მაგრამ რატომღაც საშვიანმა ბიჭმა მოიგო. საიდან საშვი? როგორ გაჩნდა იქ?
აღიაროს ვინმემ ბანკიდან რომ ეს იყო შეცდომა

понедельник, 28 февраля 2011 г.

შემთხვევა

უეცარმა სინათლემ ღამის წყვდიადი წამის მეასედით შელახა და უსასრულობაში ჩაიკარგა. ლალიმ აპარატის ეკრანს არც კი დახედა, ან რა იყო დასახედი, თოვდა და ფიფქებს გადაუღო. ასეთი სურათი ბევრი გადაუღია ადრეც. მხოლოდ ფანტელები ჩანს და სხვა არაფერი. მშვიდად მიუჯდა კომპიუტერს და სურათის გადასატანად აპარატი კომპიუტერს მიუერთა. ბოლო გადაღებული გადააკოპირა და ის იყო უნდა აეტვირთა სერვერზე, მაინც გახსნა, უბრალოდ დაეხედა ხომ სწორედ ის ფაილი იყო რაც ჭირდებოდა. სურათიდან კი 2 სართულით ზევით მცხოვრები ნანას შეშინებული სახე უმზერდა.
მოულოდნელობისგან უკან დაიწია. მერე გამოერკვა, აივანზე გავიდა, ქვევით ჩაიხედა, მაგრამ სიბნელეში ვერავინ და ვერაფერი შეამჩნია. აპარატი გამოიტანა, ქვევით მიმართა და სურათი გადაუღო. უშედეგოდ, ამსიშორეზე აპარატი ვერაფერს დააფიქსირებდა.
შემდეგ უკან დაბრუნდა, მონიტორის წინ სავარძელში ჩაჯდა და სურათს კარგად დააკვირდა. ნანა არ იცინოდა, გაყინული თვალებით უყურებდა ობიექტივს, ხოლო მისი სილუეტის უკან ის სიბნელე იყო რასაც ლალიმ აპარატი მიუშვირა.

ასე ჩაეძინა სავარძელში. დილით კარზე კაკუნმა გააღვიძა. მივიდა კარებთან და ფრთხილად გამოაღო. სადარბაზო სავსე იყო პოლიციელებით. ნანას ქმარი ბორკილდადებული, შორიდან უყურებდა ლალის. გამომძიებელი კი რაღაც კითხვებს უსვავდა ლალის.

воскресенье, 6 февраля 2011 г.

მთლად ამან ქნა თქო ვერ ვიტყვი, კარაგა ხანია მინდოდა დამეწერა, მაგრამ ბიძგი ნამდვილად მომცა.
კიდევ ჩემს საძმაკაცოს მადლობა.
ოსკარების დაჯილდოების ოფიციალური ნაწილი გავიარეთ. ეხლა მთავარი:

ქალაქელობა მარტო ის არ არის ვინმეს გადაუარო.
ყარაჩოღლობაც მარტო ის არ არის ვინმე შეჭამო.


თუთაშხიაში დაწერილი ის სტროფია:
"სანადიროდ გამოსული მგლის აზრი ის კი არ არის ვინმე შევჭამოო, არამედ არის ის, ვინმე ისეთი შევჭამო, ვისი სიცოცხლეც ამ ქვეყნად არ ღირს და ჩემი სიცოცხლე იმის სიცოცხლეზე ძვირფასია"–ო

ხვალ ყველაფერი დალაგდება
ვნახოთ :)

суббота, 29 января 2011 г.

ზღაპარი

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი. ძროხაც იყო ერთი, ძალიან კეთილი ძროხა. ვისაც არ დაეზარებოდა და ხაში მოუნდებოდა მოდიოდა და ამ ძროხას ფეხებს აჭრიდა, მერე ხაშს იკეთებდა და ჭამდა. ძროხას კი დილით ისევ ამოსდიოდა ფეხები. ძროხა ლიმონას ძალიან ეცოდებოდა. ძროხასაც ეცოდებოდა ლიმონა. ლიმონა ქურდობის გამო დაიჭირეს. ხოდა ამ ძროხამ რქებით შეამტვრია ციხე და ლიმონა ციხიდან გაათავისუფლა.
მაგრამ ერთხელ ლიმონას დედინაცვალს ძროხის გულ–ღვიძლი მოუნდა. ლიმონას დანა მისცა და უთხრა:
–წადი დაკალი ძროხა და მისი გულ–ღვიძლი აქ მომიტანე – ლიმონამ დანა გამოართვა და დედინაცვალს უსიტყვოდ დაემორჩილებოდა ძროხას რომ არ ეთქვა სიტყვები:
–რას შვები შე უჯიშო, საჯიშე ძროხას მკლავ? – მაშინ კი მოეგო ლიმონა გონს, მაგრამ რა ექნა არ იცოდა, სად ეშოვა ეხლა დოქით წყალი, დანის სალესი ქვა და ყველაზე რთული – სავარცხელი. ისევ ძროხამ მოიყვანა აზრზე. დაავალა: დოქით წყალი, სალესი ქვა და სავარცხელი დაევიწყებინა და ГАЗ53 ეშოვა სადმე, რადგან ძროხა მხოლოდ ამ მანქანაზე დაეტეოდა.
დატრიალდა ლიმონა, მაგრამ სადღა იშოვიდა მსოფლიოში გადაშენებულ ГАЗ53–ს. ისევ მერსედესი არჩია, შემოისვა ძროხა ძარაზე და ისე მოკურცხლა ბეტონის გზა მთლიანად აანგრია. მაგრამ ბეტონის გზა მარტო მას არ აუნგრევია, დედინაცვალი ტახზე გადამჯდარი მოსდევდა უკან და ეს ტახი ეშვებით ანგრევდა ლიმონასგან გადარჩენილ გზას. ამასობაში 23 ნოემბერიც დადგა და შევარდნაძე გადადგა. მოვიდა მიშა და ლიმონა ისევ დაიჭირეს, დედინაცვალს მოუსავლეთის გუბერნია ჩააბარეს და გუბერნატორად დანიშნეს, ხოლო ძროხა დაკლეს.


დილით კი ფეთიანივით გამეღვიძა :)

воскресенье, 16 января 2011 г.

ფილმი

დიდი ხანია ფილმი არ მინახავს. დღეს კომპიუტერში ვიპოვე ფილმი მაპატიე, მაგრამ მე შენ მიყვარხარ, არც ვიცი როდის გადმოვწერე :)
ხოდა რომ ვუყურე მერე აღმოვაჩინე, რომ მისი მეორე ნაწილიც არსებობს. აი ისიც.

ეს გოგო მიკელა კვატროჩოკე (michela quattrociocche) იტალიურ კინოში თავის სიტყვას ნამდვილად იტყვის. ასეთივე იყო თავის დროზე ორნელა მუთი (მუტი თუ მუწი)

მოკლედ ნახეთ ფილმები და დატკბით ცხოვრებით :)




პ.ს. ასეთი სახის პოსტების წერა არ მიყვარს, მაგრამ ხანდახან მიწევს ხოლმე
მაპატიეთ :)))

воскресенье, 9 января 2011 г.

შეხვედრა წარსულთან

დავიბადე და გავიზარდე საბურთალოზე ყველაზე დიდ კორპუსში. 8 სართულიან სახლს 9 სადარბაზო ქონდა და ყველა მიცნობდა. მახსოვრობის პირველი მარცვალიც იქაური კიბეების თვლა იყო, აბა მე-7 სართულზე ლიფტით ვერ ავდიოდი, ღილაკებს ვერ ვწვდებოდი. სადაც ვიწექი, ჩემს თავთან აღმართული კედლის უკან ჩემი პირველი მეგობარი თამუნა ცხოვრობდა, მის ქვევით კი ალბათ ჩემი პირველი სიყვარული მარინა. მარინა იმდენად დიდი იყო ჩემზე, რომ როდესაც ის ემზადებოდა ინსტიტუტში ჩასაბარებლად, მე სკოლისთვის მამზადებდნენ. :)
საოცარი სილამაზის იყო მარინა, მაღალი, ქერა, ულამაზეს სახეს მწვანე თვალები იმდენად ამშვენებდა ადამიანს თავს დაგავიწყებდა და მოგინდებოდა "ნეტავ სულ ამას მაყურებინაო".
მეც ძალიან, ძალიან შემიყვარდა მარინა.
მერე მეც წამოვიზარდე, ხშირად ამოდიოდა ხოლმე, ხან სიგარეტის მოსაწევად, ხან უბრალოდ მეზობლური ურთიერთობისთვის. ერთხელ მეც მთხოვა სიგარეტი :)

დღეს იმ ეზოში ერთი კარგი კაცის დაკრძალვაზე მივედი. მარინა ისევ ისეთი ლამაზი იყო. მხოლოდ მე მომემატა ასაკი.
რა კარგია როცა ლამაზი ადამიანები არ ბერდებიან :)