четверг, 25 августа 2011 г.

მტკივა

თემური ავალიშვილის გახსენება.

დღეს შენს ცხედარს ველოდებით შენი ძმები...
რა მძიმეა რამეზე ფიქრი და თან წერა. ბევრად მეტის თქმა შემეძლო როცა გნახავდი და შეგხვდებოდი, თურმე აღარ გვეწერა ერთმანეთის ნახვა.

გახსოვს ნიჩაბი რომ ჩაგარტყი თავში წითელ ბაღში? არც მე მახსოვს, ეს ჩვენი დედების გახსენებაა და ჩვენც ასე გვახსოვს. მაშინ ჩვენც არ ვიცოდით რომ მერე მაინც ერთ კლასში ვისწავლიდით, ერთად ვივლიდით ვარჯიშზე და ერთად მოგვიწევდა სხვადასხვა შეკრებაზე თუ შეჯიბრზე ერთ ოთახში ცხოვრება. ჯერ იყო ბეთანია, მერე კრასნოდარი, სოჭი, დიდი ჯიხაიში და ცხვარიჭამია. ყველაზე მაგრად მაინც სოჭი გვახსოვდა მე, შენ და რიჟას. ჩემს საათს არ უყვარდა სოჭი, ჰოდა იქ დარჩა, იმ მოგონებებთან :)
შენ და რიჟა უკვე საიქიოს ხართ. სად მიგეჩქარებოდათ... მეც მოვალ მალე, ასე 40–50 წლის მერე. მანამდე მე მანდ საქმე რაც მექნება თქვენ მიმიხედეთ. მე ჯერ აქ ვარ საჭირო.

ძნელია ადამიანს 27 წელი იცნობდე და უცებ აღიქვა მისი არ არსებობა დედამიწაზე. 10 წლის წინ, რიჟას სამძიმარზე შენ ამბობდი რომ დიდი ხანი უნდა ვიყოთ ამ ქვეყანაზეო. რაღაც მალე გამოგივიდა. ნეტავ ეხლა ამ გამოსათხოვარს არ ვწერდე და უამრავ ლუდს დაგალევინებდი. შიმშილს კლავსო როგორ ამბობდი? :)
იცი რა გამახსენდა? ქურთუკი რომ გქონდა გოგიას ჩამოტანილი, NBA–ის, მთელ თბილისში მარტო შენ გეცვა. ტროლეიბუსში რომ მეცი, "ჰა ეხლა, ფული მომეციო" :) კარგი დრო იყო მაშინ, უდარდელი...

დაიძინე ჩემო ძმაო, მეც მოვალ მანდ, 40–50 წლის მერე, აუცილებლად მოვალ, აბა აქ ხომ არ დავრჩები.

4 комментария:

  1. :(((
    აუ მეგობრის გარდაცვალება ძალიან ძნელია :((

    ОтветитьУдалить
  2. საშინელებაა. კლასიდან ეს მეორეა :(

    ОтветитьУдалить
  3. მე ერთი კლასელი გარდამეცვალა - ბიჭი და მახსენდება ხოლმე. :((

    ОтветитьУдалить
  4. მეც ჩემი კლასელი გამახსენდა... რა რთულია... :((

    ОтветитьУдалить