воскресенье, 9 января 2011 г.

შეხვედრა წარსულთან

დავიბადე და გავიზარდე საბურთალოზე ყველაზე დიდ კორპუსში. 8 სართულიან სახლს 9 სადარბაზო ქონდა და ყველა მიცნობდა. მახსოვრობის პირველი მარცვალიც იქაური კიბეების თვლა იყო, აბა მე-7 სართულზე ლიფტით ვერ ავდიოდი, ღილაკებს ვერ ვწვდებოდი. სადაც ვიწექი, ჩემს თავთან აღმართული კედლის უკან ჩემი პირველი მეგობარი თამუნა ცხოვრობდა, მის ქვევით კი ალბათ ჩემი პირველი სიყვარული მარინა. მარინა იმდენად დიდი იყო ჩემზე, რომ როდესაც ის ემზადებოდა ინსტიტუტში ჩასაბარებლად, მე სკოლისთვის მამზადებდნენ. :)
საოცარი სილამაზის იყო მარინა, მაღალი, ქერა, ულამაზეს სახეს მწვანე თვალები იმდენად ამშვენებდა ადამიანს თავს დაგავიწყებდა და მოგინდებოდა "ნეტავ სულ ამას მაყურებინაო".
მეც ძალიან, ძალიან შემიყვარდა მარინა.
მერე მეც წამოვიზარდე, ხშირად ამოდიოდა ხოლმე, ხან სიგარეტის მოსაწევად, ხან უბრალოდ მეზობლური ურთიერთობისთვის. ერთხელ მეც მთხოვა სიგარეტი :)

დღეს იმ ეზოში ერთი კარგი კაცის დაკრძალვაზე მივედი. მარინა ისევ ისეთი ლამაზი იყო. მხოლოდ მე მომემატა ასაკი.
რა კარგია როცა ლამაზი ადამიანები არ ბერდებიან :)

Комментариев нет:

Отправить комментарий