суббота, 29 января 2011 г.

ზღაპარი

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი. ძროხაც იყო ერთი, ძალიან კეთილი ძროხა. ვისაც არ დაეზარებოდა და ხაში მოუნდებოდა მოდიოდა და ამ ძროხას ფეხებს აჭრიდა, მერე ხაშს იკეთებდა და ჭამდა. ძროხას კი დილით ისევ ამოსდიოდა ფეხები. ძროხა ლიმონას ძალიან ეცოდებოდა. ძროხასაც ეცოდებოდა ლიმონა. ლიმონა ქურდობის გამო დაიჭირეს. ხოდა ამ ძროხამ რქებით შეამტვრია ციხე და ლიმონა ციხიდან გაათავისუფლა.
მაგრამ ერთხელ ლიმონას დედინაცვალს ძროხის გულ–ღვიძლი მოუნდა. ლიმონას დანა მისცა და უთხრა:
–წადი დაკალი ძროხა და მისი გულ–ღვიძლი აქ მომიტანე – ლიმონამ დანა გამოართვა და დედინაცვალს უსიტყვოდ დაემორჩილებოდა ძროხას რომ არ ეთქვა სიტყვები:
–რას შვები შე უჯიშო, საჯიშე ძროხას მკლავ? – მაშინ კი მოეგო ლიმონა გონს, მაგრამ რა ექნა არ იცოდა, სად ეშოვა ეხლა დოქით წყალი, დანის სალესი ქვა და ყველაზე რთული – სავარცხელი. ისევ ძროხამ მოიყვანა აზრზე. დაავალა: დოქით წყალი, სალესი ქვა და სავარცხელი დაევიწყებინა და ГАЗ53 ეშოვა სადმე, რადგან ძროხა მხოლოდ ამ მანქანაზე დაეტეოდა.
დატრიალდა ლიმონა, მაგრამ სადღა იშოვიდა მსოფლიოში გადაშენებულ ГАЗ53–ს. ისევ მერსედესი არჩია, შემოისვა ძროხა ძარაზე და ისე მოკურცხლა ბეტონის გზა მთლიანად აანგრია. მაგრამ ბეტონის გზა მარტო მას არ აუნგრევია, დედინაცვალი ტახზე გადამჯდარი მოსდევდა უკან და ეს ტახი ეშვებით ანგრევდა ლიმონასგან გადარჩენილ გზას. ამასობაში 23 ნოემბერიც დადგა და შევარდნაძე გადადგა. მოვიდა მიშა და ლიმონა ისევ დაიჭირეს, დედინაცვალს მოუსავლეთის გუბერნია ჩააბარეს და გუბერნატორად დანიშნეს, ხოლო ძროხა დაკლეს.


დილით კი ფეთიანივით გამეღვიძა :)

Комментариев нет:

Отправить комментарий