суббота, 18 декабря 2010 г.

ტრასაზე სიარულის ხელოვნება, რომელიც შეიძლება გადაშენდეს

ყოველთვის, როდესაც ტრასაზე მანქანით უნდა გავიდე, მღელვარება მიპყრობს. ახალბედა მძღოლი სანამ ვიყავი - კი ბატონო, მიხაროდა კილომეტრების გავლა ზედიზედ, მიჯრით, შუქნიშნების გარეშე. დრო გავიდა, გამოცდილებამაც მოიმატა და ასაკმაც. ზოგ ჩემს მეგობარს რომ კითხო, ჩემი ხნის თბილისში შენობა აღარ დგას და აღა მაჰმად ხანს მე დავრჩი ასაოხრებელი. მე კი ტრასაზე გასვლის წინ ისევ ისე ვღელავ, განვიცდი და ცოტა ვნერვიულობ კიდეც. სანერვიულო კი თითქმის არაფერი მაქვს, რადგან ჯერ კიდევ მთლად ახალბედას ჩემმა მეგობარმა გია კონტრიძემ ტრასაზე სიარულის რამოდენიმე ისეთი ნიუანსი მასწავლა, დღემდე რომ გამართლებულია მათი გამოყენება და წარმატებულადაც ვიყენებ. მათთვის ვინც ახალბედაა და ტრასაზე გასვლის შიში აქვს (არადა არ მიყვარს ტუტორიალები, მე მაინც არაფერში გამომადგა არცერთი მათგანი).
1) გასწრება (ე.წ. აბგონი) დაიწყეთ შორიდან! დაიწყეთ სისწრაფის აკრეფვა მანამდე, სანამ გასასწრებ ობიექტთან ახლოს მიხვალთ, გამოთვალეთ მანძილი თვალის ზომით თუ სად და რა ადგილზე მიუახლოვდებით. ეცადეთ ეს ისე მოახერხოთ, რომ წინიდან მომავალი მანქანის გამოსვლისას უკვე მანევრისთვის იყოთ მზად, გადით გასწრებაზე და სწრაფადვე დაბრუნდებით თქვენს რიგში. თუ ამ მოქმედებას ასე არ შეასრულებთ, თქვენ მოგიწევთ ჯერ შემხვედრი მოძრაობის გამოტარება, შემდეგ გასვლა გასწრებაზე და მხოლოდ ამის შემდეგ მოგიწევთ სისწრაფის აკრეფვა, ამ დროს კი შესაძლოა მეორე მანქანა მოდიოდეს შემხვედრ ზოლში.
2) თუ ვერ ახერხებთ პირველი პუნქტის ზედმიწევნით და მიჯრით დაცვას, მიდით წინ მიმავალ მანქანასთან ახლოს, რამდენადაც შეგიძლიათ და ეხლა კიდევ უფრო ახლოს. უყურეთ მხოლოდ მის ნათურებს და თუ მუხრუჭი იხმარა წინა მანქანამ, თქვენც წამის მეათედში უნდა გაიმეოროთ იგივე, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი საფულე გაცარიელდება, ხოლო მანქანის ცხვირი დროებით დაჭეჭყილი იქნება. რატომ უნდა ვიაროთ ახლოს? იმიტომ, რომ მაქსიმალური ეკონომია გავუკეთოთ ჩვენი მანქანის ძრავს და ბენზინს. მოგეხსენებათ ჰაერს ჭრის წინ მიმავალი მანქანა, ხოლო თქვენ უკან მიყვებით ნავარდით. მარტივია :)
3) ეცადეთ მანქანის სალონში არავინ ისაუბროს ხმამაღლა და არავინ შეგეხოთ. თუ ვინმეს მხრიდან იგრძენით შეხების მსგავსი, აუცილებლად გააჩერეთ მანქანა და განიტვირთეთ, რანაირი შეხებაც არ უნდა იყოს ის.
ამ სამი წესის დაცვით უსაფრთხოდ და კომფორტულად იმგზავრებთ
მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ :)

1 комментарий:

  1. მესამე წესი დასაცავია :)))))))))))))))
    პირველი ორი მძღოლის ტექნიკის ამბავია :)))

    ОтветитьУдалить