суббота, 14 августа 2010 г.

დავიღალე

"ყველაფრისაგან დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს."
ჰამლეტი, უილიამ შექსპირი.
ჩემი უსაყვარლესი სონეტი, რომელიც ვერანაირად ვერ დავიმახსოვრე. უფრო მეტიც არ მიყვარს შექსპირი. ეს აზრი, ნაკვესი თუ გონების ნაფლეთი კი სულაც არ არის შექსპირის შემოქმედებაზე, ან მის გრძნობებზე.
რა უნდოდა ამით შექსპირს ეთქვა? იქნება გული ტკიოდა და ვერავინ გაუგო. არ ვიცი, 4 საუკუნის წინ რა იყო მე ვერ გავიხედავ. მე კი აქ ჩემი მჭირს.
ვისაც ესმის განაგრძოს კითხვა, ვისაც არ ესმის და აქვე დავემშვიდობები: არ გავალდებულებთ არაფერში, სულ კარგად ბრძანდებოდეთ :)
კითხულობს კი ვინმე? არ ვიცი, იქნებ ვერც კი ვწერ სათანადოდ, გული მაინც მტკივა.

მტკივა რადგან:
მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
მრუშობით შელახულა უმანკოება,
დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს.
და კიდევ იმიტომ რომ სიყვარულს გითვლიან ბოდვად. ვინც გინდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, საკმარისია ადამიანს მოეხვიო, მიეფერო, დაუყვავო (არა ყვავის გაგებით, არამედ ისე როგორც ქართულშია განმარტებული), დაძაბული დაამშვიდო, ყველა ეჭვის თვალით გიცქერს. ვისაც შენთან სიტყვა ეთქმის თითსაც დაგიქნევს, მეგობარი კი უმალ სალანძღავ სიტყვას გამოუშვებს ვიდრე კომპლიმენტებს იმ ადამიანის მიმართ ვისაც გინდა მოეხვიო, ან შეგამჩნიეს მსგავს სიტუაციაში.
იყო ეტაპი ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ადამიანის მიმართ ჩემი უახლოესი ადამიაბის დამოკიდებულებამ საკმაოდ დიდი შეცდომა დამაშვებინა. არ ვჩივი არაფერს, არ მინდა არაფერი ზედმეტი.

ვისაც ეს გეხებათ, მოდით, აქ ვარ ისევ, თქვენს გვერდით და ნუ გესმით ყველაფერი უკუღმა :)
გკოცნით და გეხვევით მე, ისევ ის ბაჩო, რაც აქამდე ვიყავი.

პ.ს. დაწერილია ჩემს მიერ ოდნავ ნასვამ მდგომარეობაში, მაგრამ მაგრად გავს გედის სიმღერას. მაინც მიყვარხართ...

3 комментария:

  1. ამ სიტყვებმა დროს გაუძლო (სონეტს ვგულისხმობ), ახლაც ისევე აქტუალურია, როგორც მაშინ. არ ვიცი შექსპირი რატომ არ მოგწონს, მაგრამ მე სწორედ ამიტომ ვაფასებ, რომ მისი ნაწარმოებები, სონეტები ყოველთვის ”თანამედროვეა”...
    რაც შეეხება პოსტის მეორე ნაწილს, გეთახნმები, ძალიან გაცივდა ხალხიც და გარემოც და სხვისი ღირსებები ეხამუშებათ. სამწუხაროდ...
    პ.ს. ეს ბლოგი ახლა აღმოვაჩინე, მომეწონა :)

    ОтветитьУдалить
  2. ნაკრინა, მადლობა თუ მოგწონს.
    იშვიათად ვწერ და უფრო იშვიათად კითხულობს ვინმე და თუ კითხულობს კიდევ უფრო იშვიათად აკომენტარებს რამეს :)
    შექსპირი არ მომწონს და მორჩა :) ინგლისელებმა დათა თუთაშხია წაიკითხონ, მთვარის მოტაცება წაიკითხონ და ზოგადად ქართულს გაეცნონ, სანამ ველურებს დაგვიძახებენ (იყო ასეთი შემთხვევა და იმიტომ ვამბობ ამას) და მერე მტენონ ის შექსპირი თუ მაგრები არიან. გადამეტებული პიარია შექსპირი, შერლოკ ჰოლმსის და ასე შემდეგ მავანთა და მავანთა :)

    ОтветитьУдалить
  3. ”სანამ ველურებს დაგვიძახებენ” - ოოოო, ჩვენი შეურაცხყოფა არავის ეპატიება.......

    ОтветитьУдалить