пятница, 6 августа 2010 г.

რეკლამა და ქართველები

ცხოვრება ძალიან მხიარული გახდა. ყველაფერზე შეიძლება ხალისი, მაგრამ ამ დროს ყველაფერი კატასტროფულია. ეხლავე განვმარტავ საით მიმყავს აზრი და გონება.

მანქანა დიდად არ მჭირდება, მაგრამ მყავს, რამე რომ იყოს სადმე წასასვლელად ყოველთვის მზად არის. ამას გარდა ამ საცობებში დილით ვიღაცა სულელმა (ზუსტად სულელმა) უნდა ჩაგიჭრას გზა მაშინ, როცა შენი გზაა და საავარიო სიტუაციაში ჩაგაყენოს. ეკონომიური თვალსაზრისითაც კარგია. მეტრომდე სახლიდან მინდა 5 წუთი, მეტროდან სამსახურამდე 5 წუთი, სულ 70 თეთრი. ხოდა მეც მეტროზე მინდა ვთქვა.
თავის დროზე მეტად ეფექტური რეკლამა იყო მეტროს ვაგონის კედლეზე მიკრული განცხადებები. გადაიცდიდა მგზავრობის ფულს ვინმე მეწარმე, ჩანთით ჩაიტანდა კედელზე მისაწებებელს და მერე სანამ არ მიადგებოდა ვინმე გადასახადზე არც იხდიდა :) ეს ირონიით, სინამდვილეში კი არც თუ ისე ძვირ რეკლამას იკეთებდნენ და არც თუ ძნელად ხელმისაწვდომ მომსახურებას თუ საქონელს თავაზობდნენ მომხმარებელს.
სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა ბოლო პერიოდში (თუ არ ვცდები საქართველოს ბანკმა რომელიღაცა სამართლებრივი ფორმით იყიდა, თუ იჯარით აიღო, თუ ლიზინგით არ ვიცი), ხოდა სარეკლამო ბიზნესსაც სარეკლამო კომპანია "ISARE" ჩაუდგა კვალში. ბევრი რამე გაკეთდა, შეკეთდა ესკალატორები, სადგურებს შეეცვალათ ინტერიერი, დაიდგა LCD ტელევიზორები და სარეკლამო ბანერები. ამ სარეკლამო ბანერებზე შარშან (თუ წელს აღარ მახსოვს) გამოჩნდა სატელევიზიო სერიალ "ჟამი ყვავილობისა" (ვინ აყვავდა მაინც ვერ გავიგე :)) რეკლამა. სერიალი დიდი ხანია მორჩა, ბანერები ისევ გვაუწყებენ "ყოველდღე 19:00 სერიალი "ჟამი ყვავილობისა"". ზოგი ჩამოფხრეწილიცაა და "ჟამი ყვავილობისა"-ს მაგივრად "გაუფრთხილდი ანგელოზს", ე.წ. "ხუანს" და ათას სისულელეს (რომელიც ქვეშ იყო მიწერილი) იმას გვამცნობს.
ნუთუ ასე ძნელია, რომ მონტაჟის ფულის გარდა დემონტაჟის ფულიც გადაახდევინო რეკლამის დამკვეთს? მე თბილისელი ვარ და ისედაც მიყვარს ჩემი ქალაქის ყველა მონაკვეთი, მაგრამ ეს ქალაქი ტურიზმის ცენტრად თუ უნდა აქციონ, რომელ უცხოელს მოეწონება ჩამოფხრეწილი რეკლამების ნახვა?
1988 წელს პრაღაში ვიყავი და ავტობუსით ცენტრამდე ვერ მივდიოდი (ეხლა არ ვიცი როგორ არის საქმე იქ), მეტრო მჭირდებოდა და მინდა ავღნიშნო: მსგავსი მოსკოვში და პეტერბურგშიც არ მინახავს. ისეთი სისუფთავე იყო გინდა კედელზე და გინდა იატაკზე, რომ ადამიანს მიყუდება კი არა ჯირს დაცემა არ "გაგიტყდებოდა".
რა შუაში არიან აქ ქართველები?
მარტივია პასუხი: ეს მარტო საქართველოში ხდება
აქვე უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი მომენტი: ვაგონებში სპეციალურად გამოყოფილი ადგილები, სადაც რეკლამაა განთავსებული. დღეს დავაკვირდი, ერთი ინსტიტუტი თუ კოლეჯი გასაუბრების საფუძველზე ღებულობს აბიტურიენტებს და სახელმწიფო სერტიფიკატს იძლევა. გონებაში გამიელვა გასაუბრების სცენამ. მიახლოებით ასეთმა:
- რა გქვია ბიძიკო შენ?
- ხატია...
- რა გვარი ხარ ხატია?
- ენდელაძე პატივცემულო - და გოგონა წითლდება
- ხოდა წადი ეხლა სახლში, ჩარიცხული და ჩვენთან და 1 ოქტომბერს ლექციაზე არ დააგვიანო იცოდე.
ტაში კუკურიიიიი :D
p.s. ისევ ფხიზელი ვარ :)

Комментариев нет:

Отправить комментарий