суббота, 16 ноября 2013 г.

აქ საქართველო ჩვენც გვაქვს პატარა

http://www.youtube.com/watch?v=Re6YRn6zFVM


საქართველოში ამ მომენტში 3 საქართველო არსებობს.

1) ნაცმოძრაობის საქართველო.
რეალურად ეს ადამიანები ყველგან არიან. აქვთ თავიანთი ბიზნესები და ისევ თავის თავში (სხვა ნაცებში) ატრიალებენ ფულს, რეკლამას, ინფორმაციას და ასე შემდეგ

2) დღევანდელი ხელისუფლება.
ეს ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ რამეს მიაღწიონ, მაგრამ საბოტაჟის დონე იმდენად მარალია, ვფიქრობ არ რჩება შანსები, პირიქით, ყოველდღე უფრო და უფრო მძიმდება. მაგალითისთვის ავიღებ ვერეს ხეობას. ქვის კედელი გადმოწოლაზეა, რომ გადმოწვება, თბილისის მერი იტყვის მე რა შუაში ვარ, მთავრობა ესენი არიანო. სასაცილოა, მაგრამ ასე იზავს დამერწმუნეთ

3) მონარქისტები.
საინტერესო ხალხია, თავისას აწვებიან და არ ყავთ არც პრეზიდენტი და არც პრემიერი.
არ გამიკვირდება ხვალ თუ რომელიმე საერთაშორისო დოკუმენტზე გაჩნდება ხელმოწერა "ხელს ვაწერ მეფე. 20** წელი"


ღმერთო შენ გვიშველე

Комментариев нет:

Отправить комментарий