суббота, 4 сентября 2010 г.

ისტორია მიკროავტობუსის (ე.წ. მარშუტკის) მძღოლით

ეს ამბავი გივილოს ამ მონაყოლმა გამახსენა. ჩემი მეგობარი ყვებოდა თავის მეგობარზე. საავტორო უფლებები დავარღვიე, მაგრამ ძალიან სასაცილო იყო როცა მოყვა. ვეცდები მეც ჩემი მოსმენილი გადმოგცეთ ყოველგვარი შელამაზების გარეშე:

ნუცუბიძის მეხუთე მიკრო ყველასგან მივიწყებულ და დაწყევლილ ადგილზე აშენდა. მე ქვევით ვცხოვრობდი, მაგრამ დავითა (პირობითი სახელია) მეხუთეში ცხოვრობდა და თუ ცოტა სახლში შეაგვიანდებოდა წასვლა, მერე ფეხით უწევდა სიარული. ხოდა ასეთ ბოლო მარშუტკას მიყვება სახლში ჩვენი დათო, ბოლო გაჩერებაზე ცხოვრობს წარმოიდგინე და ბოლო რეისს მიყვება. წინიდან ამ მარშუტკას ბოლო გაჩერებიდან წამოსული მარშუტკა შეხვდა, რომლის მძღოლმაც ანიშნა ამ მძღოლს მანქანა გაეჩერებინა. დადგნენ მძღოლები და გამართეს დიალოგი. წინიდან შეხვედრილი მარშუტკა პირობითად იყოს 2, დავითასი - 1. 2-ის მძღოლი:
- რა არის რომ გამიბი ხაზი და ნელა მოტასაობ მაგის დედა ვატირე, მგზავრი ვერ ავიყვანე ვერსად...
1-ის მძღოლმა ჩაუჭრა მონოლოგი:
- რა გაგიბი ტო, ეს არის გაბმა? 1 მგზავრი მიზის და რა ჩემი ყ..ა, გაირჭე ტრ..ში...
მაგრამ ვინ აცადა სიტყვის დამთავრება, ყბაში ძლიერმა დარტყმამ გამოაფხიზლა და შემდეგ დარტყმებზე საუბარი აღარაა, ძლივს გამოგლიჯეს ხელიდან საცოდავი.

ასეა, უნდა დაფიქრდეს ადამიანი სანამ რამეს იტყვის :)

1 комментарий:

  1. ძალიანაც კარგი.
    იდიოტი.
    უზრდელი.
    რეგვენი.

    ОтветитьУдалить